მთავარისიახლეებიკულტურაზუგდიდი მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს ,,F5''

ზუგდიდი მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს ,,F5”

Published on

20-21 ივლისს  გამიართება თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ,,F5″ , რომელიც წელს უკვე მეორედ ჩატარდება ზუგდიდში.

ტრადიციულად ფესტივალის სტუმრები არიან ავტორები, რომელებიც მნიშვნელოვან ამინდს ქმნიან თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში – გიორგი ლობჟანიძე, ალექსი ჩიღვინაძე, დათო ჩიხლაძე, დათო რობაქიძე, დიანა ანფიმიადი, ივა ფეზუაშვილი, სემიონ ხანინი, შოთა იათაშვილი, ირმა ტაველიძე, დათო ჯიქია.

ფესტივალს პირველად ყავს საერთაშორისო სტუმარი ლატვიელი პოეტი სემიონ ხანინი, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალში მონაწილეობის მისარებად ჩამოვიდა ზუგდიდში, მას მოდერატორობას მისი მთარგმნელი პოეტი დათო ჩიხლაძე გაუწევს.

როგორც ფესტივალის ერთერთი ინიციატორი, პოეტი ნიკა ლასხია ამბობს, თითეულ ავტორს ეყოლება მოდერატორი და შერჩეული იქნება თემა, რომელზეც ისაუბრებენ. გარდა ლიტერატურული ნაწილისა, იქნება მუსიკალური ნაწილი, სადაც მებო ნუცუბიძე და გიორგი ძამუკაშვილი თავიანთ რეპერტუარს შეასრულებენ.

ფესტივალის დასკვნით ნაწილში 21 ივლისს გაიმართება დისკუსია თემაზე ,,სისტემა საზოგადოების წინაღმდეგ”, დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები: პაატა შამუგია, გვანცა ჯობავა, ნიკა ლაშხია, გიორგი შონია და მწერალი ზვიად კვარაცხელია.

ფესტივალის გენერალური სპონსორია ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”, პარტნიორები გამომცემლობა ინტელექტი და არტ-ჰაუსი.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...