მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა: ,,ქალბატონო თეა, ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, იჩქარებს ქიბარი? მხოლოდ...

გიგი უგულავა: ,,ქალბატონო თეა, ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, იჩქარებს ქიბარი? მხოლოდ დააჩქარებს თქვენს დასრულებას”

Published on

აქ უნდათ შექმნან რუპორი, ჩვეულებრივი სახელისუფლებო ტელევიზია – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ გააკეთა. უგულავა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას “რუსთავის 2”-ის დაშლა და მისი სახელისუფლებო ტელევიზიად გადაქცევა უნდა.

მისი თქმით თქმით, ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და ფარ-ხმალის დაყრა  უადგილო ქმედება იქნება.

მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ვიშვიშებდა წულუკიანი, როდესაც წააგო მერაბიშვილის საქმე, იძახდნენ – დიდი პალატაა წინაა და ჯერ არაფერია გადაწყვეტილიო. ამიტომ, ქალბატონო თეა, ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი.

„პირველი და მთავარი, რაც მინდა რომ ვთქვა, ხელები არავინ არ უნდა ჩამოყაროს, იმიტომ, რომ ბრძოლა გრძელდება და მეტსაც გეტყვით, გადამწყვეტ ფაზაში შედის. მე არ მქონდა არავითარი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი გადაწყვეტილება რომც ყოფილიყო, იურიდიული უტიფრობა ეყოფოდა წულუკიანს და ივანიშვილს, რომ ქოთნისთვის ყური სხვა მიმართულებით მოერგო და წასულიყო ისე, როგორც მათ უნდათ. მათ არ მივცეთ იმის შესაძლებლობა რისი გაკეთებაც მათ უნდათ, “რუსთავი 2”-ის დანგრევა, აქ არსებული შემადგენლობის გაყრა. აქ უნდათ შექმნათ რუპორი, ჩვეულებრივი სახელისუფლებო ტელევიზია.

უგულავა ქიბარ ხალვაშზეც საუბრობს და მას ხელისუფლების ისნტრუმენტად მოიხსენიებს.

იჩქარებს ქიბარი? მხოლოდ დააჩქარებს თქვენს დასრულებას, ქიბარი არ არის პიროვნება, ქიბარი არის პროგრამა, რომელსაც ყველა იყენებს რაღაცის ასახევად, დავარქვათ თავისი სახელი ყველაფერს, რასაც ერქვა და რასაც ერქმევა – ქიბარი იქნება ახევის სინონიმი, ქიბარი ყველა დროის ახევის სინონიმია– ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა რუსთავი ორის ეთერში, იუსტიციის მინისტრის მტკიცებას, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შეიძლება, თუმცა, რუსთავი 2 ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აპირებს.  ბრძოლა გრძელდება, ჩვენუველანი აა ვართ, რუსთავი 2 – იც აქ არის. ჯერ არის გასაჩივრების პროცედურები.” აცხადებს გიგი უგულავა

სიახლეები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა

საქართველო ბორტს მიღმა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა. ანტონიო...

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დემონსტრაციები უკვე 12 დღეა უწყვეტად გრძელდება....

ამოღებულია „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი...

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დაცვაში მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუ რუსეთი ზავს დაარღვევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, აიღოს ვალდებულება შეერთებული შტატების მონაწილეობაზე უკრაინის...