მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართული რუსული არჩევნები და გამარჯვებული მმართველი პარტია

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართული რუსული არჩევნები და გამარჯვებული მმართველი პარტია

Published on

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოს უწოდებს სამოქალაქო შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მოუწოდა სათანადო რეაგირებისკენ საერთაშორისო თანამეგობრობას.„საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა საქართველოს მთავრობამ შესაბამისი რეაგირებისკენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ და იხსნება საარჩევნო უბნები ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ყველა ამ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან მოჰყვება მკვეთრი რეაგირება და იმის ცალსახად გაცხადება, რომ ეს არის უკანონო პროცესი,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ეს ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას.  მათი აზრით, ამ პროვოკაციულ ქმედებაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.. ამ დროისათვის რუსეთში ხმების 80 % დათვლილი,მმართველი პარტია 54,28% ლიდერობს.
 
 
 
 
 

სიახლეები

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ...

რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას...

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...