მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის შიშს ფართო თველები აქვს. ის რა თქმა უნდა, ხვდება, რომ მისი...

ივანიშვილის შიშს ფართო თველები აქვს. ის რა თქმა უნდა, ხვდება, რომ მისი ხელისუფლება დასასრულს უახლოვდება

Published on

“ევროპული საქართველოში” წარმოუდგენელს უწოდებენ მათი მხრიდან ივანიშვილთან რაიმე სახის კოალიციაში ყოფნას.

 ,,ივანიშვილის შიშს ფართო თველები აქვს. ის რა თქმა უნდა, ხვდება, რომ მისი ხელისუფლება დასასრულს უახლოვდება და ამიტომ აცახადებ, რომ მზად არის კოალიცია შეკრას ნებისმიერ სხვა პარტიასთან ნაციონალური მოძრაობის გარდა. ამ განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად ადასტურებს, რომ 2020 წლისთვის “ქართულ ოცნებას” უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება. ” – აცხადებს ირაკლი აბესაძე.


რაც შეეხება ევროპული საქართველოს პოზიციას ივანიშვილის კოალიციასთან მიმართებაში, ირაკლი აბესაძე აცხდებს , რომ ,,წარმოუდგენელია, “ევროპულმა საქართველომ” და რომელიმე პროევროპულმა ოპოზიციამ საკუთარი თავი კოალიციაში დაინახოს ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან”, არა მხოლოდ იმ გასული 7 წლის გამო, რომლის განმავლობაშიც ეს ქვეყანა ძალიან მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ ჩიხში შეიყვანა, არამედ მიმდინარე პროცესების გამო, როდესაც ის გმირად სთავაზობს საზოგადოებას გახარიას, რომელმაც ახალგაზრდებს თვალი დასთხარა, გმირად სთავაზობს საზოგადოებას მურუსიძეს და სასამართლოს კლანს, რომელმაც დაასამარეს მართლმსაჯულება ქვეყანაში და მთლიანად მოწოდებულია საკუთარი პირადი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესების რეალიზაციაზე ქვეყანაში. ”

შეგახსენებთ, ჟურმალისტებმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ჰკითხეს, გამორიცხავს თუ არა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, რაზეც ივანიშვილმა თქვა, რომ ენმ-ს გარდა, ყველასთან თანამშრომლობა შეიძლება.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...