მთავარისიახლეებისამართალიქუთაისში გიორგი კაჭარავასა და ზურაბ ჭილაძის სასამრთლო პროცესი მიმდინარეობს სადაც,მათთვის აღმკვეთის ღონისძიების...

ქუთაისში გიორგი კაჭარავასა და ზურაბ ჭილაძის სასამრთლო პროცესი მიმდინარეობს სადაც,მათთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ

Published on

 
ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალაა ამოღებული, – ამის შესახებ ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსისა და ამავე პოლიციის გამომძიებლის მიმართ წაყენებული ბრალდების საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელზეც ბრალდებულ გიორგი კაჭარავასთვის და ზურაბ ჭელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაკავებისას სამართალდამცველებმა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის კაბინეტიდან უკანონოდ შეძენილი დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. მათ შორის ე.წ. კალაშნიკოვები, ხელყუმბარები და ქარხნული წესით წარმოებული ვაზნები. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულ გიორგი კაჭარავას ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება ამფიტამინი ამოიღო და ასევე უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი სტეჩკინი ამოიღო.ამ წუთებში ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის გიორგი კაჭარავასა და  მასთან ერთად დაკავებული ზურაბ ჭილაძის სასმართლო პროცესი მიმდინარეობს,სადაც მათთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

სიახლეები

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს უკრაინის მხარდაჭერის გამო ემუქრება

"რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა NATO-ს ქვეყნები არა მხოლოდ დიპლომატიური არხებით, არამედ საჯაროდაც, რომ კიევის რეჟიმისადმი...

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს - განცხადებას შსს ავრცელებს და წერს, რომ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის...

ბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

ბელარუსმა ივნისში ავტობენზინისა და დიზელის საწვავის სარკინიგზო მიწოდება რეკორდულ დონემდე გაზარდა რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების...