მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

Published on

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი -2 ის გენერალური დირექტორი დაკითხვაზე დაიბარეს. ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში ხვალ, დღის მეორე ნახევარში  უნდა მივიდეს, თუმცა ზუსტი დრო უცნობია.ხვალვე დაკითხვაზეა დაბარებული პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ის ჩვენებას სამართალდამცველებს 17 საათზე მისცემს. ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის დაკითხვა, იმ სისხლის სამართლის საქმეზე მოხდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რუსთავი 2- ის გენერალური დირექტორისა და მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვება გავრცელების ფაქტზე აღძრა. შეგახსენებთ, რომ  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 14 სექტემბერს  დაიწყო.გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების უკანონოდ მოპოვების და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, ინტერნეტში გუშინ რუსულ საინფორმაციო რესურსზე აიტვირთა, ნიკა გვარამიამ საუბარის ნამდვილობა დაადასტურა.
 
 
 
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...