მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსის ბრალდებებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი „სიცრუეს“ უწოდებს.

სანდრა რულოვსის ბრალდებებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი „სიცრუეს“ უწოდებს.

Published on

 „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ბრალდებებს გამგებლობის კანდიდატი პასუხობს. მამუკა წოწერიას განცხადებით:„რულოვსი სხვა სოფლებშიც იყო და ჩაატარა შეხვედრები, თუმცა დაწყებული პროექტები არსად შეჩერებულა. ეს ინფორმაცია ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია“, – აღნიშნა წოწერიამ. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ხელისუფლებას მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.  სოფელ გრიგოლიშში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სანდრა რულოვსმა  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  ღამით სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა სოფლის მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ თუ სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე მივიდოდნენ, სოფელში დაწყებული გზის მშენებლობა შეჩერდებოდა. „თქვენ ხედავთ, რომ შეხვედრაზე ცოტა ხალხია მოსული, ეს არა იმიტომ, რომ აქ ცოტა ოჯახი ცხოვრობს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარომადგენლები და მმართველი პარტიის წევრები მოვიდნენ წუხელ ამ სოფელში და უთხრეს მოსახლეობას, რომ თუ შეხვედრაზე მოვიდოდნენ, გზას აღარ დააგებდნენ გრიგოლიშში. ასეთი სულელური მიდგომებით ძალიან დავიღალე უკვე. ხალხიც მგონი მიხვდა, რომ მსგავსი მიდგომებით ვერაფერს მიაღწევენ“, – განაცახადა რულოვსმა.  

 

სიახლეები

ევროპის საბჭომ უკრაინისთვის 2.8-მილიარდის ოდენობით დახმარების გაცემა დაამტკიცა

ევროპის საბჭომ უკრაინისთვის 2.8-მილიარდის ოდენობით დახმარების გაცემა დაამტკიცა - ეს მათი მხრიდან უკრაინისთვის დახმარების...

არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა“ – სააკაშვილის გზავნილი სომხეთს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სომხეთის მოსახლეობას მიმართვას და მოუწოდებს მარ აირჩოს 7 ივნისის...

“ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ” – კაია კალასი

კვიპროსში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის...

კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები: ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს...