მთავარისიახლეებისამართალიგიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

Published on

გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. მას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ორგანიზების ან მონაწილეობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად შეკითხვებს დაუსვამენ.

მანამდე უგულავა სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად შს სამინისტროში იყო დაბარებული, თუმცა გახარიას უწყებაში მისვლამდე “ევროპული საქართველოს” ლიდერმა უარი იმ დრომდე განაცხადა, ვიდრე თავად გიორგი გახარია არ გამოიკითხებოდა.

„იმ პირობებში, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიებას 20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ გახარია ბარონ მიუნჰაუზენივით აპირებს თავის თავის ქეჩოზე მოკიდებით აპირებს, რომ ჭაობიდან ამოიყვანოს.

“რეალურად არ აპირებს გასცეს პასუხი, ვინ გასცა ბრძანება ამ სისხლიან დარბევაზე, ვინ ესროლა თუნდაც მაკო გომურს და თუნდაც დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებმაც მზერა დაკარგეს და სიცოცხლისთვის იბრძვიან.

“გამოსაძიებელია რატომ მოხდა ისე, რომ თვითონ გახარიას ინიციატივით უნდა გამართულიყო შეხვედრა და ყველა წინაპირობა იყო განმუხტულიყო სიტუაცია და მოლაპარაკების ნაცვლად მივიღეთ გაზის ტყვიების დაშენა მომიტინგეების მისამართით. ეს არის ის თემები,რომლებიც აუცილებლად უნდა დამაგრდეს სამართლებრივად, იმისათვის, რომ ხვალ როდესაც მეტ-ნაკლებად იქნება შესაბამისი სიტუაცია თავისუფალი გამოძიების ამ კითხვებზე გაეცეს პასუხი,“-ამბობს გიგი უგულავა.

მისი თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ ამ მიმართულებით გამოძიება ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება.

უგულავას თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ორი საქმეა აღძრული, ერთი ე.წ. საბურავების საქმე, მეორე რომ თითქოს „რუსთავი 2“-ის ეზოში ეწყობოდა სახელმწიფო გადატრიალება. უგულავას თქმით, ამ ორივე საქმეზე გამოძიებას შედეგები არ აქვს.  ახლა კი მისი თქმით, გაჩნდა გადატრიალების მესამე ბრალდება.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...