მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრობამ დაამტკიცა, რომ პუტინის გავლენების ქვეშ იმყოფება და მის ინსტრუქციას ასრულებს- მიხეილ...

მთავრობამ დაამტკიცა, რომ პუტინის გავლენების ქვეშ იმყოფება და მის ინსტრუქციას ასრულებს- მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიორგი გაბუნიას განცხადებას და მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს “კვირის აქცენტებში” ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გამოხატვის ეს ფორმა მიუღებელია. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა.

„მე მიმაჩნია, რომ გაბუნიას გამოხტომა იყო სულელური, არაფერ შუაში არ იყო და აუტკივარი თავი ავიტკიეთ, კაცმა არ იცის, რატომ. ამით ვერავის ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ და ეს პუტინზე უპირატესობის გამოვლინება არ არის,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობამ დაამტკიცა, რომ პუტინის გავლენების ქვეშ იმყოფება და მის ინსტრუქციას ასრულებს.

„მეორეს მხრივ, რა ეშველება იმ ქვეყანას, სადაც ერთი ჟურნალისტის გამონათქვამებმა შეიძლება გამოიწვიოს შიში, რომ ახლა მოფრინდებიან თვითმფრინავები და დაგვბომბავენ. ეს არის ძალიან სამწუხარო სიტუაცია, ისე როგორც სიტუაცია, რასაც პუტინი სანქციების გარშემო აკეთებს. ეს არის კატა, რომ თაგვს ეთამაშება, ზუსტად ამ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა დაემსგავსა თაგვს, მთავრობის მეშვეობით, რომელიც დათრეული ჰყავს კატას და კატა ხან დაიჭირეს, ხან მიუშვებს, წაჰკრავს თათს, წაეთამაშება. საქართველოს მთავრობა ჰგავს, ჩემი აზრით, დაახლოებით, ვიშის მთავრობას. ეს არის მთავრობა, რომელიც ჰიტლერის სატელიტი მთავრობა იყო საფრანგეთში, რომელიც ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობაა, და სინამდვილეში მთლიანად იყო მიმართული ინსტრუქციების ქვეშ ოკუპანტის მხრიდან,“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...