მთავარისიახლეებიპოლიტიკაუგზავნის თუ არა გუბერნატორი შუამავლებს ,, პატრიოტთა ალიანსის '' კანდიდატს ოთარ...

უგზავნის თუ არა გუბერნატორი შუამავლებს ,, პატრიოტთა ალიანსის ” კანდიდატს ოთარ ჭითანავას რჩევით მოხსნას თავისი კანდიდატურა მერაბ ქვარაიას სასარგებლოდ?

Published on

,,პატრიოტთა ალიანსის’’ ზუგდიდის ოფისში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა პარტიიდან  ოთარ ჭითანავამ გამართა სპეციალური ბრიფინგი, სადაც  საუბარი დაიწყო ,,ზუგდიდობის დღესასწაულზე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის მერაბ ქვარაიასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის სანდრა რულოვსის თბილ მისალმების’’ შეფასებით.
ოთარ ჭითანავას შეფასებით, ამ ჟესტით მერაბ ქვარაიამ ზუგდიდობის დღესასწაული ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების შერიგების დღედ გამოაცხადა.
პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატმა აგრეთვე განაცხადა, რომ შუამავალი პირებისგან აქვს ინფორმაცია, რომ  სამეგრეო – ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას აქვს სურვილი მოახსნევინოს მას თავისი კანდიდატურა ,,ქართული ოცნების’’ კანდიდატის მერაბ ქვარაიას სასარგებლოდ.
ბრიფინგზე განცხადება გააკეთა  ზუგდიდის რაიონის  გამგებლობის კანდიდატმა ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ გიზო სართანიამაც, მან ისაუბრა  მისი ოჯახის წევრებზე გამუდმებული ზეწოლის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ მხრიდან,  და ამ კონტექსტში შეეხო გამგეობის შენობაში მომხდარ  ინციდენტს მასა და ქართული ოცნების მიერ ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებული ედიშერ თოლორაიას სიძეს შორის.   მან აღნიშნა აგრეთვე, რომ ადგილი აქვს მისი საარჩევნო პლაკატების ჩამოხევას ზუგდიდის ქუჩებში.
ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებმა ბრალდებების ადრესატებს მიმართეს – გუბერნატორმა ლევან შონიამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, კატეგორიულად უარყო რომ საარჩევნო პროცესებში ერევა  და  განაცხადა, რომ აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარს არ გააკეთებს.
მერაბ ქვარაიამ პატიროტთა ალიანსის’’ ბრალდებების პასუხად  განაცხადა , რომ ის არადროს შეეგუება ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ და რომ მათი მმართველობის დროს ყველაზე რეპრესირებული მისი ოჯახი იყო.
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...