მთავარისიახლეებისაზოგადოებააქციის მონაწილეები "ოდიშის" გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ

აქციის მონაწილეები “ოდიშის” გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ [Video]

Published on

“ოდიშის” გადამღებ ჯგუფს ზუგდიდში აქციის მონაწილეები დაუპირისპირდენენ. ზვიად განსახურდიას ძეგლთან შეკრებილები არიან საქართველოს პირველი პრეზიდეტის ზვიად გამსახურდიას მომხრეები, ასევე ყოფილი მეომრები, საზოგადოება “ზუგდიდელი”. აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიიით გამოირჩეოდნენ “ოდიშის” გადამღები ჯგუფის მიმართ, ისინი ითხოვდნენ რუსთავი 2-ისა და “ოდიშის” მიკროფონები არ ყოფილიყო აქციაზე, ადგილზე მუშაობის უფლებას უზღუდავდნენ ჟურნალისტს, რომელსაც არ აძლევდნენ ფოტო და ვიდეოგადაღების საშუალებას. “არ მოხვიდეთ, არ გადაიღოთ, არც რუსთავი გვჭირდება და არც ოდიში, თქვენც იმათი შვილობილი ხართ, მასპინძელს თუ არ უნდა სტუმარი, ის სტუმარი იქ გაჩერდება? ხოდა არ გვჭირდება თქვენნაირი სტუმარი”- ამ სიტყვებით მიმართეს აქციის მონაწილეებმა “ოდიშის” ჟურნალისტს. აქცია ზვიად გამსახურდიას ძეგლთან იმართება მოთხოვნით – შეწყდეს თბილისში ახალგაზრდების ანტისაოკუპაციო აქციები და არ გადადგეს შსს მინისტრი გიორგი გახარია.”იქ შეიძლება 1000 კაცი დგას, ვინც ითხოვს გახარიას გადადგომას, მაგრამ 20 000 მომხრეა მისი, თავიდან კარგად დაიწყო, მერე ნაციონალებმა გადაიყვანეს სხვა რელსებზე”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, აფხაზეთის განათლების სამინისტროს თანამშრომელმა რამინ საჯაიამ.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...