მთავარისიახლეებისაზოგადოებაადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა...

ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა [Video]

Published on

ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით  შეხვედრა  გაიმართა, რომელსაც ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია სიდამ გაუწია. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ადგილობრივ გამოწვევებზე და მისი გადაჭრის შესაძლებლობებზე, იმსჯელეს სამომავლო პარტნიორობაზე და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო აქტივობებზე.შეხვედრაზე გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გაცნობაც მოხდა, რომლის ადგილობრივ სამდივნოს წარმოადგენს სიდა. გლობალური შეთანხმება (UN Global Compact), რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაარსდა. მისი მიზანია ქვეყანაში მომუშავე ბიზნესკომპანიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა. შეხვედრა იმართება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში. მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა რუსთავში, თელავსა და ზუგდიდში. შეხვედრა დაგეგმილია ბათუმშიც.

სიახლეები

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

"ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე...

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...