მთავარისიახლეებიმსოფლიოჰილარი კლინტონი თავს უკეთ გრძნობს,პრეზიდენტობის კანდიდატს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს

ჰილარი კლინტონი თავს უკეთ გრძნობს,პრეზიდენტობის კანდიდატს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს

Published on

ჰილარი კლინტონი თავს უკეთ გრძნობს. ამის შესახებ დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.მან აღიარა, რომ ექიმებმა პნევმონიის დიაგნოზი პარასკევს დაუსვეს, თუმცა მისი გასაჯაროება არც უფიქრია, რადგან ჩათვალა, რომ საქმე არც ისე სერიოზულად იყო.კლინტონის ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ მისი თანაშემწეებისთვის და ოჯახის წევრებისთვის იყო ცნობილი. ამ დროისთვის ის სახლში გადის მკურნალობის კურსს და ექიმების რეკომენდაციით 5 დღე დაისვენებს.კამპანიას განაგრძობს ჰილარი კლინტონის კონკურენტი დონალდ ტრამპი. მან თავის ოპონენტს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო შემოწმების შედეგებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი იმედოვნებს, რომ სამუშაო პროცესს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება. 
აშშ-ის “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი 68 წლის არის, მისი მთავარი მეტოქე “რესპუბლიკელი” დონალდ ტრამპი კი – 70. 

 
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....