მთავარისიახლეებისპორტიახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება

Published on

დღეს იხსნება ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში.

გახსნის ცერემონიალი შედგება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (ლოკომოტივი).  ამ  საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, 2000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ორგანიზატორთა ცნობით, ეს იქნება  გრანდიოზული შოუ, რომლის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ძველი და ახალი ქართული კულტურის ნიმუშები, მათ შორის  ექსპოზიცია "არგონავტები", ქართული ცეკვები  "სუხიშვილების"   შესრულებით  და ა.შ. 

ოფიციალურ ნაწილში სიტყვით გამოვა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი.

ევროპის  ოლიმპიური ფესტივალი  1 აგვისტომდე გაგრძელდება. ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით ამ პერიოდში თბილისს 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი ეწვევა. 

შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება და მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალი იქნება.

მაყურებელს მიხეილ მესხის სტადიონზე მოხვედრა 19:00 საათამდე შეეძლება. გარდა ამისა, თბილისის მერიის ცნობით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვაკის პარკში  დამონტაჟდება მონიტორი, რომლის საშუალებითაც მსურველები პირდაპირ ეთერში შეძლებენ  გახსნის ცერემონიის ნახვას.

 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...