მთავარისიახლეებიპოლიტიკასაცობები თბილისში და შუქნიშნებზე ამაოდ დახარჯული მილიონები

საცობები თბილისში და შუქნიშნებზე ამაოდ დახარჯული მილიონები

Published on

ზაფხულის დასრულებასთან ერთად თბილისში საცობებმა იმატა. ოპოზიცია კი მერიის უმოქმედობაზე საუბრობს. საკრებულოს ნაციონალური მოძრაობა ბიუჯეტიდან დახარჯულ არამიზნობრივ თანხებსა და იმ შეჩერებულ პროექტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დედაქალაქში გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს.
 
ოპოზიცია ერთ-ერთ ასეთ მონაკვეთად ასახელებს სააკაძის მოედანს, სადაც ცოტა ხნის წინ დამონტაჟდა შუქნიშნები.
მათი განცხადებით, მხოლოდ  კონსულტაციაში, უნდა დამონტაჟებულიყო თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე შუქნიშნები, თბილისის მერიამ ერთ-ერთ გერმანულ კომპანიას 100 ათასი ლარი გადაუხადა, საბოლოოდ კი აღნიშნული სამუშაოები მილიონი ლარი დაჯდა.  
 
კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც ნაციონალური მოძრაობა ამახვილებს ყურადღებას, მეტეხის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი აბესაძის თქმით, ამ დროისთვის შეჩერებულია.  
„სააკაძის მოედანი, სადაც მილიონობით ლარი დაიხარჯა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იქ დამდგარიყო შუქნიშნები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის იქ სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას და დღემდე ვერც ერთი სპეციალისტი დარწმუნებით ვერ ამბობს, რომ ამ მილიონობით ლარის დახარჯვის შედეგი იყო დადებითი თბილისელებისთვის. მძიმე პრობლემებია მეტეხის ხიდთან მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამუშაოები უნდა დასრულებულიყო აგვისტოს ბოლოს, თუმცა ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც სწავლა იწყება და გადაადგილება იმატებს, ჩვენ ვხედავთ დაუსრულებელ სამუშაოებს,“ – აღნიშნავს იარაკლი აბესაძე.
 
ნაციონალური მოძრაობის მიერ დღეს თბილისის მერიის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე კომენტარი თბილისის მერიაში ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

სიახლეები

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი- ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა...

შიო III-მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის...

„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...