მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ გახდება უშიშროების საბჭოს მდივანი?

ვინ გახდება უშიშროების საბჭოს მდივანი?

Published on

ვინ გახდება უშიშროების საბჭოს მდივანი? – უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის ადგილზე შესაძლო კანდიდატურების საკითხზე პოლიტიკურ პექტრში აზრთა დიდი სხვადასხვაობაა.
 
ამ პოსტზე სავარაუდო  კანდიდატებად  სახელდებიან პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ, და  ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძე. არ გამორიცხავენ იმასაც , რომ ირინა იმერლიშვილის წავლის შემდეგ მისი სავარძელი ასევე მის მოადგილეს, თეონა აქუბარდიას შესთავაზონ. 
 
 პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის ხელმძღვანელის პოსტზე სტაბილურ, გაწონასწორებულ პიროვნებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა. 
, უშიშროების საბჭოს მდივანი საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს. არ უნდა ისმოდეს გარკვეული კითხვის ნიშნები მის წარსულთან, ზოგადად მის პიროვნებასთან. აცხადებს კობახიძე და ყურადღებას ამახვილებს მაჭავარიანის კავშირზე ”ნაციონალურ მოძრაობასთან”. – აცხადებს იგი. 
 

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ ამ პოსტზე აუკეთესო კანდიდატურაა ლევან დოლიძე, რომელსაც.,,აქვს ძალიან დიდი კვალიფიკაცია, ძალიან ბევრ სახელმწიფოს შეშურდებოდა ასეთი სახელმწიფო მოხელეც, ასეთი ძალიან ძლიერი და კვალიფიციური, წარმატებული დიპლომატი,“- განაცხადა მან. 
 
„სამწუხაროდ, უშიშროების საბჭოს, უკანასკნელი წლების მანძილზე ფუნქცია აქვს გარკვეულწილად დაკარგული," –  ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი   გამოთქვამს იმედს,  რომ საბჭოს მომავალი ხელმძღვანელი არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის.
„სამწუხაროდ, უშიშროების საბჭოს, უკანასკნელი წლების მანძილზე ფუნქცია აქვს გარკვეულ წილად დაკარგული. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ შეიქმნა პარალელური სტრუქტურა, კრიზისების მართვის საბჭოს სახით, რამაც დააკნინა უშიშროების საბჭოს ფუნქციები და ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ზოგადად პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით. ამიტომ, მე იმედი მაქვს, ვინც არ უნდა იყოს უშიშროების საბჭოს შემდგომი ხელმძღვანელი, შეეცდება ხარვეზების აღმოფხვრას რაც არსებობს,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„არაფორმალური მმართველობის პირობებში, არსებითი მნიშვნელობა თანამდებობებზე მყოფი პირების სახელებსა და გვარებს არ აქვს. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაესუსტებინა ინსტიტუტები. დღეს საქართველო იმართება არაფორმალური მმართველის მიერ, შესაბამისად, ამ თანამდებობებზე რა ტიპის ცვლილებები მოხდება, ეს  დიდად ამ სამწუხარო რეალობას არ ცვლის,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თინათინ ბოკუჩავა.
 
გიორგი მარგველაშვილს უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის დასახელება სექტემბრის ბოლომდე შეუძლია, ვიდრე ირინა იმერლიშვილი ახალ პოსტზე გადაინაცვლებს. ოქტომბრიდან ის პრეზიდენტის წარდგინებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ განაგრძობს საქმიანობას.

სიახლეები

„ოცნებამ“ I მოსმენით რეპრესიულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ოლიგარქის ერთპარტიულმა და თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც გამოხატვის...

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები – ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების დიპლომატებს და ოპოზიციას ხვდება

ოლიგარქის პარტიის მასობრივი რეპრესიები, ხალხზე ძალადობის სერია, დრაკონული კანონები, ციხეში გამოკეტილი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები...

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – რასა იუკნევიჩიენე

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი,...

არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნა

ივანიშვილმა არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შექმნა. ამიერიდან " ქართული ოცნების" ოპონენტი არალეგიტრიმურ საკანონმდებლო...