მთავარისიახლეებიპოლიტიკახათუნა ლაგაზიძე სახელმწიფო დაცვის დანიშვნას ითხოვს. ,,ქალბატონი ხათუნა ნამდვილად არის დასაცავი, მაგრამ...

ხათუნა ლაგაზიძე სახელმწიფო დაცვის დანიშვნას ითხოვს. ,,ქალბატონი ხათუნა ნამდვილად არის დასაცავი, მაგრამ თავისი თავისგან ”- აცხადებს პაატა ბურჭულაძე

Published on

ხათუნა ლაგაზიძე მისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის საკითხზე დღეს პროკურატურაში შეხვედრას გამართავს. ხათუნა ლაგაზიძე, რომელმაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა, აცხადებს, რომ მის ოჯახს საფრთხე ემუქრება. ლაგაზიძის თქმით, პაატა ბურჭულაძის ზურგს უკან ყოფილი „ნაციონალები“ და კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანები არიან და საარჩევნო სიაც სწორედ მათი ზეწოლით დაკომპლექტდა. „მე ვსაუბრობ კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების ყოფნაზე პარტიის საარჩევნო შტაბში. ერთ-ერთი მთავარი გახლავთ გოგა კალაძე, რომელიც დღეს წარმოადგენს აჭარაში პაატა ბურჭულაძის ბლოკის საარჩევნო სიის პირველ ნომერს. ამ ადამიანებს აქვთ ძალიან მძიმე ცოდვებით დამძიმებული წარსული და სწორედ იმ იძულების ფორმებიდან, რითიც მე, ფაქტობრივად, მაიძულეს, დამეტოვებინა პარტია, მაქვს სრული საფუძველი, განვაცხადო, რომ დღეს მე და ჩემი ოჯახი ვდგავართ სერიოზული საფრთხის წინაშე“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
 
,,მე ვიტყოდი, რომ ქალბატონი ხათუნა ნამდვილად არის დასაცავი, მაგრამ თავისი თავისგან, – ასე გამოეხმაურა  მის მოთხოვნას პაატა ბურჭულაძე  "TV პირველის" ეთერში.
მისი თქმით, ხათუნა ლაგაზიძის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებას კი იმას უკავშირებს, რომ პარტიულ სიაში მისთვის სასურველი ადგილი ვერ მოიპოვა.
"ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებები იყო მოულოდნელი. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ყველაფერი მოჰყვა სიას, რადგან ქალბატონ ხათუნას სასურველი ადგილი არ ჰქონდა. სია მე არ შემიდგენია, სიის შედგენაში ყველანი ვმონაწილეობდით, მათ შორის ქალბატონი ხათუნაც '' აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

 
 
 

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...