მთავარიUncategorizedმიხეილ გიორგაძე: ,,საყდრისის აფეთქებას ხელს კიდევ ერთხელ მოვაწერდი ''

მიხეილ გიორგაძე: ,,საყდრისის აფეთქებას ხელს კიდევ ერთხელ მოვაწერდი ”

Published on

საყდრისზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმ პერიოდში ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი იყო. არ ვყოყმანობ, რომ რამე არასწორად გავაკეთე – ეს განცხადება, კულტურისა და განათლების მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ საყდრისის თემაზე საუბრისას გააკეთა.

მისივე განცხადებით, იგივე გარემოებების გათვალისწინებით, საყდრისის აფეთქებას ხელს კიდევ ერთხელ მოაწერდა.

„ის რამდენიმე ოთხი თუ ხუთი, ზუსტად აღარ მახსოვს, ასევე სასამართლო პროცესი, რომელიც იყო დაწყებული ამასთან, იქაც სასამართლოს გადაწყვეტილებებმაცარცერთ ნაწილში სამინისტროს პოზიცია ან რომელიმე კონკრეტული ქმედება, არასწორად არ მიიჩნია. იქიდან გამომდინარე, რასაც მოგახსენებთ, იგივე პირობებსა და იგივე გარემოში, ვგულისხმობ ობიექტურ პირობებსა და გარემოს, ყველაფრის გათვალისწინებით, აქ არანაირი ყოყმანი არ მაქვს, არ ვყოყმანობ, რომ რამე არასწორად გავაკეთე,“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მიხეილ გიორგაძე თანამდებობიდან დღეს გადადგა. 

მან  კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მის მიერ მთავრობის დატოვების მიზეზების შესახებ ვრცელდება, 

არსებობს რამდენიმე ვერსია, მათ შორის ერთი წიგნის სახლის გარშემო დაწყებულ პროცესებს და მწერალთა ამბოხს უკავშირდება. მეორე ვერსიით კი, გიორგაძეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში კულტურის სფეროს წარმომადგენლების აქტიურობა არ აპატიეს.

მიხეილ გიორგაძე ამ ორ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს. მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და ამის შესახებ კულტურისა და განათლების მინისტრთან კონსულტაციები ჰქონდა.

„ეს არც ერთ კონკრეტულ და მით უმეტეს, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენას ნამდვილად არ ებმება და არ გამომდინარეობს მაქედან, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მინისტრთან პირველ რიგში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მქონდა. ძალიან ახლო მომავალში გამოჩნდება, რომ საფუძველი ასეთ, პირდაპირ ვიძახი, არაჯანსაღ აჟიოტაჟს და აღშფოთებას და იმ ბრალდებებს, რაც გაისმის, სრულიად აბსურდული, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საფუძველი არ ჰქონდა და მე მგონია, რომ გარკვეული მოლოდინი წმინდა ემოციურად და ადამიანურად შეიძლება, გამიჩნდეს კონკრეტული ადამიანების მხრიდან ბოდიშის მოხდისას,“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სიახლეები

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...