მთავარისიახლეებიმსოფლიოძლიერი მიწისძვრა კალიფორნიის შტატში

ძლიერი მიწისძვრა კალიფორნიის შტატში

Published on

აშშ-ის კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილში მძლავრი, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი ლოს ანჯელესიდან 240 კილომეტრში მდებარე ქალაქ რიჯკრესტთან იყო. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლას-ვეგასსა და ლონგ ბიჩშიც.

მიწისძვრის შედეგად დაიზანდა სახლები. ეპიცენტრთან გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.

მიწისძვრას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა. მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. სეისმოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ბიძგები შეიძლება კიდევ განმეორდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით მიწისძვრის გამო ცუნამის საშიშროება არ არის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.

გაზეთ Los Angeles Times -ის ცნობით, ეს ყველაძე ძლიერი მიწისძვრაა კალიფორნიაში 1994 წლის მიწისძვრის შემდეგ – მაშინ მიწისძვრის მაგნიტუდა 6,7 იყო და დიდი ნგრევა და 60 ადამიანის დაღუპვა მოყვა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...