მუსლიმური სამყარო დღეს რელიგიურ დღესასწაულს ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში აღავლინეს. ასობით მორწმუნეს რიტუალის შესრულება ისევ ქუჩაში მოუხდა.მუსლიმებს ყურბან-ბაირამი ბათუმის მერმა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმაც მიულოცეს. მუსლიმებს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ვარშალომიძემაც მიულოცა დღესასწაული.ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, მუსლიმისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, რაც ქრისტიანისთვის აღდგომას. ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მუსლიმებმა, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ, ყურბან-ბაირამი (არაბულად იიდ-ალ ადჰა) ერთმორწმუნე მსოფლიოსთან ერთად წელს 6 ნოემბერს აღნიშნეს. მსხვერპლშეწირვას მუსლიმები მთვარის კალენდრის, ზულჰიჯას თვის მეათე დღეს ზეიმობენ. დღესასწაული, მექაში პილიგრიმობის, ჰაჯის კულმინაციურ ეტაპს წარმოადგენს. ყოველწლიურად იიდ-ალ ადჰას დღესასწაულზე დასასწრებად საუდის არაბეთში მილიონობით მომლოცველი ჩადის. წლევანდელი ბაირამიც არ ყოფილა გამონაკლისი. მექამ, რომლისკენაც ლოცვისას ყველა მუსლიმის პირია მიქცეული, სამ მილიონამდე მორწმუნეს უმასპინძლა.
მუსლიმური სამყარო დღეს რელიგიურ დღესასწაულს ყურბან-ბაირამს აღნიშნავს
სიახლეები
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...
სიახლეები
უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან
აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...