მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიის იფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელის დაკეტვის მომენტიდან ამ დრომდე უწყება 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს. “სხვადასხვა არხის, მათ შორის პირდაპირი კავშირებით მუშაობის შედეგად, სრული იზოლაციის პირობებში მოხერხდა ის, რომ ყველა პირი, რომელსაც ჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, არიან პენსიონერები, ასევე აბიტურიენტების უმრავლესობა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულია. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდების ნაწილმა უმძიმესი გზა გაიარა, რათა რუსული ბარიერები დაეძლია. ყველა მათგანთან, მათ შორის დაშავებულ ახალგაზრდასთან, როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ასევე ჯანდაცვის უწყებასა და განათლების სამინისტროს გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მას სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი დახმარება გაეწევა. ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, აბიტურიენტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან საგამოცდო პროცესში ჩართვის საშუალება მიეცათ. 

ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და საგამოცდო პროცესში მონაწილეობს . აქვე ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში არც ერთ ახალგაზრდას ოკუპირებული რეგიონებიდან  უმაღლესი განათლების გარეშე არ დავტოვებთ. მათთვის უკვე მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა რომელიც ზუგდიდსა და თბილისში უფასო მოსამზადებელ ცენტრებში სწავლას, უფასო საცხოვრებელს და 150 ლარიან სტიპენდიას გულისხმობს. ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც ამ ცენტრებში სწავლობს და ისწავლის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში. სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს. მათ შორის, ეს საკითხი განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე 48-ე რაუნდზე. “- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

სიახლეები

თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ახალგორელი აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში...

რა მოხდა ზედა ეწერში – სასტიკი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმა და განხილვა....

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ეისკის ავიაბაზაზე რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა. ეს თვითმფრინავი...

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ყველა კეთილი ნების ადამიანს...