მთავარისიახლეებიმსოფლიოჩეხეთმა რუსულ ავიაკომპანიებს საფრენი ნებართვები შეუჩერა

ჩეხეთმა რუსულ ავიაკომპანიებს საფრენი ნებართვები შეუჩერა

Published on

„აეროფლოტმა“ და „ურალის ავიახაზებმა“ პრაღაში, ხოლო ავიაკომპანია „პობედამ“ – კარლოვი ვარში დაგეგმილი რეისები გააუქმეს. რუსული ავიაკომპანიების ინფორმაციით, ამის მიზეზი ჩეხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც შესაბამისი ნებართვები უკან გაიწვია.


ჩეხეთის ავიაციის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარებს თუ რატომ შეუჩერა საფრენი ნებართვები რუსული ავიაკომპანიებს

რუსული მედიის ცნობით კი, „აეროფლოტს“ და „ურალის ავიახაზებს“ ჩეხეთში ფრენა Czech Airlines-თან უთანხმოების გამო შეუჩერდათ. ჩეხურ კომპანია ტრანსსიბირის ტრასის გამოყენება და ციმბირის გავლით სეულში ფრენების განხორციელება სურდა, რაზეც უარი მიიღო. 

რუსული ავიაკომპანიები აცხადებენ, რომ  ამ მიმართულებებით ფრენებს სხვა კომპანიები შეასრულებენ და მგზავრებს ბილეთებს გადაუცვლიან.

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...