მთავარისიახლეებისაზოგადოება„ზუგდიდობა 2016“ წელს ზუგდიდში პირველად აღინიშნა (Video)

„ზუგდიდობა 2016“ წელს ზუგდიდში პირველად აღინიშნა (Video)

Published on

“ზუგდიდობის’ დღესასწაულთან დაკავშირებით  ქალაქში სხავდასხვა ღონისძიებები  მოეწყო. გაიმართა, თეატრალიზებული მსვლელობა,საბავშვო ანსამბლების კონცერტები , გამოიფინა ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრები და ქალაქის ისტორიული ფოტოები,  აგრეთვე წარმოდგენილი იყო  ხელთნაკეთი ნივთები.ზუგდიდობის დღესასწაულს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმოადგენლებიც შეუერთდნენ.  ღონისძიებებს უმცროს ვაჟთან ნიკოლოზთან ერთად დაესწრო  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიიდს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კადიდატი სანდრა -ლისაბედ რულოვსიც. მან ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად “ზუგდიდობის დღესასწაულზე ” წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა და ზუგდიდელებს სახალხო დღესასწაული მიულოცა.ზუგდიდობის დღესასწაული ზუგდიდელებს “უსუფაშვილი- რესპუბლიკელების ლიდერმა, და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმაც მიულოცა. მან საკონსტიტუციო სასამართლოზეც ისაუბრა და ახლადდანიშნულ მოსამართლეებზე კომენტარი გააკეთა.ზუგდიდობას „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატიც დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდელებს დღესასწაული მიულოცა.“ქართული ოცნების“ მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ  ზუგდიდობა ტრადიციული გახდება და ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება, „ეს არის სიმბოლო ერთად დგომის და ქალაქზე ზრუნვის“-განაცხადა ქვარაიამ.დღესვე ქალაქის ცენტრში რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელას“ ვარსკვლავი გაიხსნა.დღესვე გაიმართა საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოვების ცერემონიალიც. ზუგდიდობა წელს პირველად აღინიშნება.
 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...