მთავარისიახლეებისამხედრო თემასაქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო სამხედრო სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო სამხედრო სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო სწავლების AGILE SPIRIT – 2016 დახურვის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 
პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა სწავლების მონაწილეებს, საერთაშორისო წვრთნების მნიშვნელობა შეაფასა და აღნიშნა, რომ დღევანდელ უაღრესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.
”დღეს აქ გაისმა 6 ქვეყნის ჰიმნი. თქვენი ჰიმნები ისმის მიწაზე, რომელსაც ჩემი წინაპრები 3000 წლის განმავლობაში იცავდნენ. იცავდნენ ბევრად უფრო ძლიერი მტრისგან, იცავდნენ თავგამოდებით და 21-ე საუკუნეში მოიყვანეს ძალიან ძლიერი, მაგრამ მცირერიცხოვანი ერი. დღეს თქვენ ძალიან შთამბეჭდავი სურათი გვაჩვენეთ. ეს იყო ნამდვილი თანამებრძოლების ერთად ყოფნა ბრძოლაში. ეს იყო ერთი სულისკვეთებით მოქმედი ჯარისკაცების ბრძოლა, რომელიც ნამდვილად მომავალი გამარჯვებების იმედს გვაძლევს.ყველაზე მეტად შთამბეჭდავი იყო თქვენი მეგობრული სული. ეს მეგობრული სული იმარჯვებდა ყოველთვის და მომავალშიც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები მტრისაგან და გარეშე აგრესიისგან. ღმერთმა არასდროს თქვენი საბრძოლო უნარები რეალობაში არ გამოგაყენებინოთ და ისე დაგაცვევინოთ თქვენი სამშობლო. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას, ვისი ჯარისკაცებიც დღეს აქ ერთობლივად იმყოფებიან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საერთაშორისო სწავლების AGILE SPIRIT – 2016 დახურვის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ დიპლომატები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსი ბარბაქაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენშტაბის უფროსი გენერალ- მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა ჩაატარეს.
 

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...