მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბ ტყემალაძე და გოგი თოფაძე ცესკოში ,,საჩხუბრად'' მივიდნენ

ზურაბ ტყემალაძე და გოგი თოფაძე ცესკოში ,,საჩხუბრად” მივიდნენ

Published on

 გაერთიანება ,,თოფაძე -მრეწველები – ჩვენი სამშობლო''  ცესკოს გადაწყვეტილებით რეგისტრაციიდან მოიხსნა. გადაწყვეტილების საფუძველია ის, რომ ბლოკმა  არ წარადგინა საარჩევნო სია,  მიუხედავად იმისა, რომ სიების წარდგენის ბოლო ვადა გუშინ, სამუშაო დღის ბოლოსა ამოიწურა. 
" როდესაც შემოწმდა საარჩევნო ბლოკი ,,თოფაძე მრეწველები – ჩვენი სამშობლოს'',  მიერ წარმოდგენილი ბაინდერი, სააღრიცხვო ბარათები, დოკუმენტი და წერილი,აღმოჩნდა, რომ  ამ დოკუმენტაციას არ ახლდა  პარტიული სია. საარჩევნო კოდექსით საარჩევნო სიის წარმოუდგენლობა გახლავთ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი და, რა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა  მიიღოს კანონით დადგენილი გადაწყვეტილება,“ – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.  
გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე არ ეთანხმებიან ცესკოს გადაწყვეტილებას პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზე, მათი მტკიცებით, „მრეწველებს“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილი აქვთ.
,, ახლა ვაპირებ იქ საჩხუბრად მისვლას“, – განაცხადა ტყემალაძემ დრეს დილით მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებში .
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურაბ ტყემალაძე და გოგი თოფაძე ამ წუთებში  კომისიის ადმინისტრაციას ხვდებიან, მათი მხარდამჭერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არიან შეკრებილები.  

 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...