მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქების მცდელობის უკან რუსეთის კვალს ხედავს(video)

ბიძინა ივანიშვილი რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქების მცდელობის უკან რუსეთის კვალს ხედავს(video)

Published on

მოგეხსენებათ, გასულ წლებში რუსეთს არაერთხელ მოუწყვია ტერაქტები საქართველოს ტერიტორიაზე. რაც დადასტურებულია გამოძიებით და შესაბამისად სასამართლო განჩინებით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამას წინათ რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქების მცდელობას უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს? თქვენ გამორიცხავთ თუ არა ამის შესაძლებლობას?- კითხვაზე ბიძინა ივანიშვილის პასუხი ასეთია.
 
„პრევენცია რომელიც გააკეთა უშიშროების სამსახურმა.არანაირ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. არ იფიქროთ, რომ რუსეთს ვამართლებდე იმ ქმედებაში რაც მოხდა საქართველოში,რა თქმა უნდა ოკუპირებულია ტერიტორიები და ათასჯერ მითქვამს. ვერანაირად ჩვენ ურთიერთობას,   რომელსაც ვცდილობთ რუსეთთან დავალაგოთ, ვერ გადაწყდება დანაკარგების ხარჯზე-  ეს გასაგებია და მკვეთრად ვაფიქსირებ ყოველთვის და აქაც და ამ შემთხვევაშიც მსგავსი პასუხი გექნებათ, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგია, რომ უშიშროების სამსახურმა მოახდინა პრევენცია, აღმოაჩინა და აღკვეთა. უნდა ავირჩიოთ ხელისუფლება, ვინც იზრუნებს ჩვენს სამშობლოზე და მას ამის რესურსი ექნება. როგორც გამოცდილებითი ისე  ცოდნითი და ა.შ აი, ესაა აქაც, რას ფიქრობენ მეზობელი სახელმწიფოები როგორ ქმედებას განახორციელებენ, გარდა ღია განცხადებებისა რომ ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი და ასე შემდგომ. სახელმწიფომ უნდა მართოს სიტუაციები. ჩვენ,  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერც ერთ ჩვენ მეზობელ და უფრო შორეულ სახელმწიფოებს ვერ შევუცვლით ქმედებების მანერას. ჩვენ არა გვაქვს ეს რესურსი,  ჩვენ არავართ აშშ და არავართ დიდი სახელმწიფო,  დემოკრატიული,  რომელთაც ხელეწიფებათ და ჯანსაღ ქმედებებსაც ახდენენ ძალიან ხშირად ამ მიმართულებით. ჩვენ სწორი ხელისუფლება უნდა ავირჩიოთ. და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ ავერიდოთ აისბერგებს. ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობები და სწორად გადავანაწილოთ ჩვენი რესურსი.“- ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ფაქტ-მეტრის რეგიონული ანალიტიკოსის თამუნა შონიას კითხვას.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...