მთავარისიახლეებიპოლიტიკაარავითარ დანაშაულებრივ ნიშნებს ნიკა მელიას ქმედება 20 ივნისს არ შეიცავდა-შალვა შავგულიძე

არავითარ დანაშაულებრივ ნიშნებს ნიკა მელიას ქმედება 20 ივნისს არ შეიცავდა-შალვა შავგულიძე

Published on

ნიკა მელიასთვის წარდგენილ ბრალს შალვა შავგულიძე ეხმაურება. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლება აგონიაშია და ცდილობს, მის მიერ ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს მშვიდობიან მომიტინგეებს. მისივე თქმით, არავითარ დანაშაულებრივ ნიშნებს ნიკა მელიას ქმედება 20 ივნისს არ შეიცავდა. შალვა შავგულიძის განცხადებით, ერთის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს, თავისი დანაშაული სხვას გადააბრალოს და, მეორე მხრივ, ეს არის მოქალაქეების დაშინების მცდელობა. 

„ეს არის, ფაქტობრივად, აგონიაში მყოფი ხელისუფლების მცდელობა, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს გადააბრალოს ის დანაშაული, რომელიც ამ მომიტინგეების წინააღმდეგ ჩაიდინა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად. არავითარი დანაშაულის შემადგენლობა არც ნიკა მელიას მოქმედებაში,  არც ერთი სხვა ოპოზიციონერის მოქმედებაში, არც ერთი იმ აქციაში მონაწილის მოქმედებაში არ ყოფილა. იმ დღეს თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა მშვიდობიანი მიტინგის, მე ვერ ვიტყვი დარბევა, ეს იყო დახვრეტა და სადამსჯელო ოპერაცია მიტინგის წინააღმდეგ, ეს იყო ხელისუფლება და ცდილობენ, ახლა თავად ამ აქციის მონაწილეებს დააბრალონ და ეს ძალიან ჰგავს 9 აპრილის მდგომარეობას მაშინ, როდესაც აი, აქ 9 აპრილს ჩადენილ დანაშაულს და მშვიდობიანი მომიტინგეების მკვლელობების დაბრალებას ცდილობდნენ თავად მომიტინგეებზე, მაგრამ მაშინ საბჭოთა ხელისუფლებას დასჭირდა რუსი გენერალი როდიონოვი, რომ ასეთი სადამსჯელო ოპერაცია განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, ეს ოპერაცია განახორციელა საქართველოს შს მინისტრმა და, სამწუხაროდ, გამოიყენა ქართული პოლიციის რამდენიმე უღირსი პოლიციელი,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ. 

შალვა შავგილიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას მოუწევს, გადააყენოს გიორგი გახარია, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული.

სიახლეები

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 1 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირებიდან კიდევ ერთს, ვახტანგ ფიცხელაურს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. აღნიშნულ...

ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მიმდინარე პროცესებში საქართველო ლიდერი იყოს – ალიანსი

ოპოზიციის ალიანსმა საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. განცხადებები გიგი...

მარეგულირებელი აქტის გარეშე ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ექსპერიმენტული იარაღია – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის...