ოკუპირებულ აფხაზეთში თითქმის ერთი კვირაა გრძელდება აჟიტირებული მითქმა – მოთქმა , რომელიც სამთავრობო ღონისძიებიდან ე.წ აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის მეთაურის დოროთე დბარის ფაქტობრივ გაძევებას მოყვა.
26 აგვისტოს ,,მოსკოვის სახლში’’ გაიმართა კონფერენცია მომლოცველთა და რელიგიური ტურიზმის განვითარების საკითხებზე, რომელიც ორგანიზებულ იქნა აფხაზეთის კუტურის სამინისტროს მიერ ,,აფხაზეთში რუსეთის დღეების ‘’ფარგლებში.
აფხაზური მედიის ცნობით, კონფერენციაზე მიწვეულიიყო დოროთე დბარიც, თუმცა ღონისძიების დაწყებამდე რამდემინე წუთით ადრე მასტან მივიდნენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მონაწილეებისგან უჩუმრად სთხოვეს რაიმე ,,უმტკივნეულო'' საბაბით დაეტოვებინა იქაურობა.
თავად დოროთე დბარი თავის ფეისბუქგვერდზე წერს, რომ მასთან მივიდნენ სწორედ ის პირები, რომელთაც ოფიციალურად ჰყავდათ იგი მიწვეული კონფერენციაზე და იქაურობის დატოვება მოსთხოვეს, მათი თქმით, სხვა შემთხვევაში კონფერენციას დატოვებდნენ რუსეთის საეკლესიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და აფხაზეთის მღვდელმთავარი ბესარიონ ფლია, რომელნიც უარზე იყვნენ ერთ მაგიდას მისხდომოდნენ მასთან, როგორ ,,არაკანონიკური ეკლესიის წარმომადგენელთან’’ ერთად .
დოროთეცდბარის სტატუსის პასუხად ინტენეტმომხმარებელტა მიერ ატეხილ ხმაურს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა კულტურის მინისტრის მოადგილე ბათალ კობახია და ფეისბუქ გვერდზევე გამოაქვეყნა ამ ამბის თავისი ვერსია.
,,ჩვენ უბრალოდ დავეკითხეთ მას, როგორ მოვქცეულიყავით , კონფერენციის დატოვების მოთხოვნა არც კი გამიფიქრებია . მე მხოლოდ რჩევა ვთხოვე და მოხარული დავრჩი, რომ მან მისთვის ჩვეული სიბრძნით მიიღო კონფერენციის დატოვების გადაწყვეტილება, სხვა გზა მას უბრალოდ არ რჩებოდა , რადგან აშკარა იყო, რომ კონსენსუსის მიღწევის არანაირი შანსი არ რჩებოდა, მასთან მისვლამდე ჩვენ ჩვენი არგუმენტებით სტუმრების პრეტენზიების წინააღმდეგ ვერაფერს გავხდით. რომ არა ეს გადაწყვეტილება კონფერენცია გადაიქცეოდა ეკლესიის ორ ფრთას შორის შეურიგებელი დაპირისპირების ფრონტად და სადისკუსიო საკითხები არარავის გაახსენდებოდა. ''
,,მეც თქვენთან ერთად სიამოვნებით დავტოვებდი იქაურობას, მაგრამ, როგორც კონფერენციის ორგანიზატორს, არ მქონდა უფლება შუაგზაზე მიმეტოვებინა საქმე. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია კონფერენციის უკლევლივ ყველა მონაწილის მიმართ პოსტფაქტუმ გამოთქმული არაკონსტრუქციული, ზღვარსგადასული კრიტიკა – მიმართავს ბათალ კობახია დოროთე დბარს.
მისგან განსხვავებით, დოროთე დბარს ცალსახად დაუჭირა მხარი აფხაზეთის საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა.
,,ძვირფასო ხელისუფლება, სულ ტყუილად ცდილობთ ისეთი სახე მიიღოთ, თითქოს არაფერი მომხდარა – წერს ჟურნალისტი ელეონორა კოღონია – მამა დოროთესთან დაკავშირებული ინცინდენტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ( ისინიც, ვინც კონფერენციაში მონაწილეობდნენ და ისინიც, ვინც ჯერ პირადად მიიწვია, ხოლო შემდეგ დარბაზიდან დაითხოვა იგი) აღმაშფოთებლად მოიქცა. ეს ფაქტი გვეუბნება, რომ ხელისუფლებაში არაფერი ესაქმებათ ადამიანებს, ვინც არ იცნიობს თუ არ ცნობს ჩვენს ტრადიციებს და სანამ მინისტრთა კაბინეტის ფორმირების პროცესი დასრულებულა, ჯობს მეტი გულისყურით გადაიხედოს საკადრო პოლიტიკა.
აღშფოთებულია დეპუტატი თენგიზ აგრბაც: აფხაზებო, თქვენ განსაჯეთ, სადაური წესია ჯერ მიიწვიო, ხოლო შემდეგ რუსეთის დელეგაციის მოთხოვნით გააძევო ადამიანი, და ისიც, ესოდენ პატივსაცემი პიროვნება.
არ მსურს ჩავერიო საეკლესიო საქმეებში, მაგრამ, თუ ასე მოქცევას განვაგრძობთ, ჩვენ აღარავინ გვცემს პატივს . ჩვენი პრობლემები ჩვენი გადასაწყვეტია. მე ვფიქრობ, ადამიანები, რომელნიც არ იცნობენ აფხაზურ ეტიკეტს და პატივს არ სცემენ თავიანთ მოქალაქეებს უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან, რადგან დაკარგული აქვთ ღირსების გრძნობა და არ ძალუძთ ღირსეულად წარმოადგინონ აფხაზი ხალხი.'' – წერს იგი.
საგნებს კიდევ უფრო მეტი პირდაპირობით არქმევს სახელს ჟურნალისტი ანა ბროიდო.: მთავარი ერთია: თუ აფხაზეთი მართლაც სუვერენული სახელმწიფოა, რატომ უნდა დაემორჩილოს ჩვენი ხალხი უსიტყვოდ სხვა სახელმწიფოების ინსტიტუტებს, მით უფრო, რომ ეკლესია გაცილებით ტოტალიტარული ორგანიზაციაა ვიდრე რუსეთის, საქართველოს, აფხაზეთის სახელმწიფო ინსტიტუტები ? – წერს იგი
ცნობისათვის ე. წ. აფხაზეთის თვითმარქვია ეკლესიის ორ ფრთასშირის მიმდინარე დაპირისპირება სულ უფრო ებმის მოსკოვისადმი აფხაზთა დამოკიდებულების საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფრთას სათავეში უდგანან პირები, რომელნიც ცალსახად აცხადებენ, რომ აფხაზური ეკლესიის დარჩენა ქართული ეკლესიის წიაღში ყოვლად მიუღებელია, მათ შორის დაპირისპირება გადის იმაზე, ვის მიაყრდნონ თავი – მოსკოვს, რომელიც მთელი ძალით უჭერს მხარს აფხაზეთის გასვლას საქართველოს იურუსდუქციიდან, მაგრამ მოსკოვის პატრიარქის სახით დეკლარირებული აქვს ქართული ეკლესიიდან აფხაზეთის ეკლესიის გამოყოფის დაყშვებლობა, თუ მსოფლიო პატრიარქატს, რომელიც ფარულად თუ აშკარად ახალისებს დოროთე დბარის ,,მოუთმენლობას'' ამ საკითხში. ,,მოუთნებლობა'' შემთხვევითი დეფინიცია არ არის , განსხვავება დბარისა და ფლიას საეკლესიო პოლიტიკაში სწორედ გამოყოფის პროცესის ტემპებშია, ტავისი როლი აქვს მისწრაფებას საეკლესიო ძალაუფლების ხელში ჩაგდებისადმი დბარის მხრიდან, და შენარჩუნებაში ფლიას მხრიდან.