მთავარისიახლეებისაზოგადოება,,პუტინი - ბესლანის ჯალათი'' და დაჯარიმებული დედები

,,პუტინი – ბესლანის ჯალათი” და დაჯარიმებული დედები

Published on

 BBC-ის ცობით, გუშინ  ბესლანის ტრაგედიის დღესთან დაკავშირებით მოწყობილ საპროტესტი აქციაზე დაკავებულ დედებს ბესლანის სასამართლომ ჯარიმა და საზოგადოებრივი სამუშაოები მიუსაჯა.
 ხუთი დაკავებული  ქალიდან ორს 20 ათასი რუბლის გადახდა დაეკისრა, სამს კ – 20 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაო, იმის გავალისწინბით, რომ   მათ ჯარიმის გადახდის საშუალება არა აქვთ. საზოგადოებრივი სამუსაო მიესაჯა კიდევ ერთ ქალს, რომელსაც 
საზოგადოებრივი სამუშაო მიესაჯა ასევე ერთ ქალს, რომელსაც აქციაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ სასამართლოს განმარტებით „აქციის ადგილზე იმყოფებოდა და წესრიგის დამრღვევთათვის  ხელი არ შეუშალა.“
 
შეგახსენებთ, გუშინ, ბესლანში  2004 წლის 1 სექტემბერს მომხდარი ტრაგედიისმსხვერპლთა  ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი გაიმართა. სკოლის ეზოში  ყვავილებითა და სანთლებით  დაღუპული მივიდნენ ბავშვების მშობლები და ახლობლები , რომელთაც მოულოდნელად გამოეყო ხუთი ქალბატონი. მათ ქურთუკები გაიხადეს და გამოაჩინესა თეთრი მაისურები წარწერით ,, პუტინი – ბესლანის ჯალათი'' .  
ხუთივე ქალბატონი დაუყოვნებლივ დააკავეს,  მათ შორის  ,, ბესლანის დედების"   კომიტეტის თავმჯდომარე, დაღუპული გოგიონს დედა  ანეტა გადიევა,  დააკავეს, აგრეთვე, ორი ჟურნალისტი, რომელნიც ამ  პროცესს მობილური ტელეფონით აფიქსირებდნენ.  ერთერთ ჟურნალისტის დაკავება ძალოვანებმა ცინიკურად ახსნეს მისი პასპორტის სიყალბით,  რასაც რა თქმა უნდა აბსოლუტური სიცრუე იყო,  ხოლო მეორეს პოლიციისთვის ხელის შეშლაში დასდეს ბრალი.
დაკავებული ჟურნალისტები ორი საათის მანძილზე ამყოფეს პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ  იმ მედიასაშუალებების აქტიური პროტესტის შედეგად,  რომელთაც ისინი აქციის გასაშუქებლად ყავდათ მივლენილი, ორ საათში გაათავისუფლეს, თუმცა კი  ბოდიშის მოუხდელად. 
 

სიახლეები

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიური ვერცხლის მედლები მოიპოვეს

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და...

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...