მთავარისიახლეებიპოლიტიკაანა წითლიძე-"თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილებს დღემდე წყლის პრობლემა აქვთ"

ანა წითლიძე-“თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილებს დღემდე წყლის პრობლემა აქვთ”

Published on

დღეს ქალაქის საკრებულოს მორიგი  სხდომა გაიმართა საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია ერთიანი ნაცინალური მოძრაობის წევრმა " ანა წითლიძემ თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების  პრობლემებზე ისაუბრა ‘მიუხედავად იმისა,რომ დევნილებმა ადგილობრივ ხელისუფლებას რამოდენიმეჯერ მიმართეს მათ პრობლემა წყლის მიწოდებაზე დღემდე მოუგგვარებელი რჩება“- განაცხადა ანა წითლიძემზუგდიდის ახალ უბანში წყლის მიწოდების პრობლემაზე თავად მოსახლეობაც საუბრობს  მათი თქმით,  უკვე ექვს თვეზე მეტია რაც წყლის მიწოდება შეუწყდათ, ისინი  ამბობენ, რომ საკუთარი ძალებით და სახსრებით ცდილობენ  აღიშნული პრობლემის გამკლავებას ,მოსახლეობის ინფორმაციით,  ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემებს ადგილზევე რამდენჯერმე  გაეცნო ,მაგრამ რეაგირრება არ მოყოლია.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით  ოდიშმა  ლტოლვილთა და განსახლების სამმართველოს უფროსს მიმართა, მანუჩარ ჩილაჩავას განმარტებით წყლის მიწოდების პრობლემა , წყლის მილების გაუმართაობამ გამოიწვია, თუმცა დღის ბოლოს თაბუკაშვილის მცოვრებლებს წყლის მიწოდება აღუდგებათ.საკრებულოს სხდომაზე ასევე  ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრმა ლაშა ფარცვანიამ მერიის მიერ შესყიდულ საინფორმაციო- საეთერო დროზე ისაუბრა. მისი განცადებით მერიის მხრიდან ეს ფაქტი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს.რაც შეეხება მერიას, საკრებულოს სხდომაზე დასმულ არც ერთ საკითხზე უწყებაში  კომენტარს არ აკეთებენ, ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ არც ერთი კომპეტენტური პირი ადგილზე არ იმყოფება და შესაბამისად არც კომენტარი გაკეთდებოდა.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...