მთავარისიახლეებიპოლიტიკაბურჯანაძის პარტია შალვა ოგბაიძემ და თამარ ცინცაბაძემაც დატოვეს - საკრებულოს ფრაქცია დაიშალა

ბურჯანაძის პარტია შალვა ოგბაიძემ და თამარ ცინცაბაძემაც დატოვეს – საკრებულოს ფრაქცია დაიშალა

Published on

თბილისის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრების მიერ შექმნილი ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ დაიშალა. საკრებულოში აცხადებენ, რომ ზაზა ვეკუას გარდა ბურჯანაძის პარტია თამარ ცინცაბაძემ და შალვა ოგბაიძემაც დატოვეს, რაც შესაბამისად, ფრაქციის დაშლას იწვევს. მათივე ინფორმაციით, ცინცაბაძე და ოგბაიძე საკრებულოს დეპუტატებად რჩებიან და მოსახლეობის მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობების შესრულებას აგრძელებენ. 
როგორც საკრებულოში აღნიშნავენ, ბურჯანაძის პარტიიდან წასული წევრები მალე ახალ ფრაქციას შექმნიან. ჯერჯერობით უცნობია, ახალი ფრაქციის სახელწოდება.ზაზა ვეკუა პარტია „დემოკრატიურლი მოძრაობის“ გენერალური მდივანი იყო, თამარ ცინცაბაძე – პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ხოლო შალვა ობგაიძე – პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი. 
 
 

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...