მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს ხვდება

გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს ხვდება

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩავიდა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ბაქოში პრემიერ მინისტრის რანგში.   ვიზიტის ფარგლებში იგი  აზერბაიჯანის პრეზიდენტს   ილჰამ ალიევს შეხვდება. მოლაპარაკებები ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შემდეგ  მთავრობის მეთაურმა ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალი.
ამის შემდეგ გაიმართა მისი ჯერ გაფართოებული შეხვედრა , ხოლო დასასრულ პირისპირ  მოლაპარაკება ზერბაიჯანელ კოლეგასთან არტურ რასიზადესთან. 
ახლახან დაიწყო კვირიკაშვილის სეხვედრა ალიევთან – განხილვის მთავარი თემებია სატრანსპორტო და ეკონომიკური პროექტები, რომლებიც ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება.
მხარეები თანხმდებიან, რომ მნიშვნელოვანია სამხრეთული გაზის დერეფნის მშენებლობა და პროექტის დროული განხორციელება. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის საკითხს.
ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მშენებლობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს, დროულად იქნება დასრულებული.
მხარეები რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე იმყოფებიან.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...