მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთში აეროპორტი დაიბომბა. მსხვერპლი არ არის, თურქეთის ავიაიერიშებს კი სირიაში 35 მშვიდობიანი...

თურქეთში აეროპორტი დაიბომბა. მსხვერპლი არ არის, თურქეთის ავიაიერიშებს კი სირიაში 35 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

Published on

დღეს დილით თურქეთის პროვინცია დიარბაქირში აეროპორტი დაიბომბა.  სარაკეტო ცეცხლის ქვეშ მოექცა აეროპორტის ნაწილი, არის ნგრევა, მაგრამ დაღუპულნი და დაშავებულნი არ არიან.  – იუწყება სააგენტო Trend – ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით.
ავიაიერიში ელვის სისწრაფით განხორციელდა და, როგოც ჩანს, მისი მიზანი შიშის დათესვა და  სირიაში თურქეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის მიმართ პროტესტის გამოხატვა იყო.  ადგილზე სასწრაფოდ იქნა მობილიზებული სასწრაფო –სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურები.
პასუხისმგებლობა ამ ინციდენტზე ამ დრომდე  არავის აუღია.
თურქეთის მთავრობა ავრცელებს განცხადებას, რომ მომხდარის უკან ტერორისტული ორგანიზაცია – ქურთისტანის მუშათა პარტია დგას. 
 
ამასობაში კი თურქეთი აგრძელებს ავიაიერიშებს სირიაში.  გუშინ და დღეს  თურქეთის ავიაციის დარტყმებს ქალაქ ჯერაბლუსის მახლობლად თურქეთის მთავრობის განცხადებით ,,25 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულები ქურთი მებრძოლები არიან.'' უფლებადამცველები ლი ირწმუნებიან, რომ სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში 35 მშვიდობიანი მოქალაქე და მხოლოდ 4 მებრძოლია დაღუპული.  
ოფიციალურმა ანკარამ სირიის ტერიტორიაზე დამატებით სამხედრო ძალა და ტექნიკა მას შემდეგ შეიყვანა, რაც სახმელეთო ოპერაციას პირველი მსხვერპლი მოჰყვა. ქურთი მებრძოლების მიერ გვიან ღამით, ტანკების კოლონაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
 

 

 

სიახლეები

სტუ განცხადებაში მადლობას უხდის კობახიძესა და მიქანაძეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის ივანიშვილის პრემიერმინისტრ, ირაკლი...

ევროპის დიდ ქალაქებში “ერთი უბანი-ერთი მარკეტი” პრინციპი მუშაობს – ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ევროპის ყველა დიდ ქალაქში ურბანული დაგეგმარების პრინციპია...

გიორგი შაქარაშვილი დღეს 25 წლის გახდებოდა

ფეხბურთელი, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 2021 წელს მოკლეს. მისი შაქარაშვილის ცხედარი ძებნიდან მეოთხე დღეს...

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...