მთავარისიახლეებიპოლიტიკაორი პოლუსი კვლევის შედეგების შეფასებაში

ორი პოლუსი კვლევის შედეგების შეფასებაში

Published on

"არ მაქვს მიზეზი, რომ არ ვენდო კვლევის შედეგებს,"- განაცხადა თოქ-შოუ ,,არჩევანში'' ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველმა  ნომერმა დავით ბაქრაძემ  რუსთავი 2-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის GFK-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით 
"რეალურად ეს შედეგი ასახავს რეალობას რაც ქვეყანაშია. ხალხი საუბრობს უიმედობასა და მოლოდინზე, რომ ოქტომბრის არჩევნებზე რაღაც უნდა შეიცვალოს, მე არ მაქვს საფუძველი რომ არ ვენდო ამ კვლევას. 
"მე მოვუსმინე ქართული ოცნების წარმომადგენელს, რომელიც ძალიან მონდომებით ებრძოდა ამ ორგანიზაციას, ეს ქართული ოცნების სტილია. ისინი ებრძოდნენ ევროპის სახალხო პარტიას, ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს, მეგობარი სახელმწიფოების პოლიტიკურ ლიდერებს და ყველას და ყველაფერს. 
მე ამ კვლევას ვენდობი იმიტომ, რომ 1. ეს ორგანიზაცია მუშაობს მთელ მსოფლიოში და შედის მსოფლიო ხუთეულში და მის მიერ საქართველოში  ჩატარებულმა ყველა წინა კვლევამ დაამტკიცა, რომ ის ძალიან მაღალი სიზუსტით იცნობს შედეგებს. 2.ეს არ არის იზოლირებული კვლევა. ყველა სხვა კვლევა, NDI თუ სხვა კვლევები გვიჩვენებს ერთი და იგივე სურათს. თუ არ ჩავთვლით კვლევას, რომელიც ჩაატარა ქართულმა ოცნებამ და GFK-ს წინა კვლევის პასუხად გაასაჯაროა. 3.
ნებისმიერი კვლევა მოწმდება არჩევნებზე. ჩვენ მაისში გვქონდა არჩევნები 4 უბანში მივიღეთ მონაწილეობა, აქედან 2 მოვიგეთ,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ. 
 
"ეს არარეალური, სააკაშვილის მიერ დაწერილი კვლევაა"-  განაცხადა  ირაკლი ალასანიამ. –   ხალხში სხვა განწყობაა, ჩვენ შეხვედრებზე სხვა რეალობას ვუყურებთ. 
 თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ფიქრობს, რომ  ის და მისი პარტიის წევრები აუცილებლად მოხვდებიან პარლამენტში. 
ეს არ არის კვლევა, რომლსაც ჩვენ როგორც მოცემულობად მივიღებთ. ეს კვლევები სხვა მიზნებს ემსახურება. ეს გარკვეულად დამკვიდრება ხდება, რომ საქართველოში არსებობს ორი ძალა, რომელიც ეს არის ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ეს არ არის სწორი. მოსახლეობას არ უნდა ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება, მეორეს მხრივ არის ქართული ოცნების სტაგნაცია. ამიტომ მოსახლეობა ეძებს ალტერნატივას, სწორედ ამ კვლევით უნდათ, რომ ამ ადამიანებს ამ ალტერნატივის ძიების სურვილი მოუკლან. '' – ამბობს ირაკლი ალასანია. 
 
ამ ორი პოლარულად განსხვავებული შეფასების გარდა გამოითქმის სხვა მოსაზრებებიც . 
,,გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა კრიტიკულად დიდია. – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი – მე უბრალოდ ნეიტრალური კვლევების მონაცემების გამჟღავნების უფლება არ მაქვს, თუმცა ამ კვლევითაც დასტურდება, რომ  ასეთი ადამიანების რაოდენობა35-40 პროცენტია. 
ეს არიან ამომრჩევლები, რომლებმაც ჯერ ხმა მისცეს ნაციონალურ მოძრაობას, მერე ქართულ ოცნებას, ახლა არც ერთი არ მოსწონს და მეორე და მესამე ძალას ვერ პოულობს. თუ ეს ამომრჩეველი ვერ ჩამოყალიბდა, ამ შემთხვევაში მივიღებთ დაბალ აქტივობას და სუსტი ლეგიტიმაციის ხელისუფლებას. თუ ეს ამომრჩეველი ჩამოყალიბდა ეს ამ პარტიების განლაგებას სერიოზულად შეცვლის – პირველ ორ ადგილს ამ პარტიებს ვერ წაართმევს, მაგრამ მათთან ახლოს მაჩვენებელს მიაღწევს, – აცხადებს გია ხუხაშვილი. 
 

სიახლეები

მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდე, მაგრამ მე არ ვიქნები მის მიმართ კეთილი, მე მას მტრად ვთვლი -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მზადაა სამშვიდობო სამიტის ფარგლებში პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს - ამის შესახებ...

კვლევების ჩასატარებლად, მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” რჩება – პენიტენციური

ოლიგარქის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი კვლავ კლინიკა "ვივამედში"...

საია ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ივანოვ-ჩიქოვანს საჯარო პოზიციების გამო დევნის

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საზოგადოებრივ მაუწყებელზე, "მოამბის" წამყვანის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წამყვანობიდან ჩახსნას ეხმაურება და აღნიშნავს,...

“ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება” – პრეზიდენტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანზე

"ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მოამბის...