მთავარისიახლეებიპოლიტიკადარღვევები ზუგდიდში - ,,სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში

დარღვევები ზუგდიდში – ,,სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში

Published on

საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედურ დასკვნაში, რომელიც სამართლიანმა არჩევებმა გამოაქვეყნა, საუბარია ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზების ტენდენციებზე წინასაარჩევნო შეხვედრებისას და სხვა უკანონო ქმედებებზე.ორგანიზაციის ანგარიშში „თავისუფალი დემოკრატების“  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის ბრალდებაც მოხვდა,ჩიქოვანმა 29 ივლისს სპეციალური ბრიფინგი გამართა,   სადაც ქალაქის მერია წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა.მაშინ მერიაში პარტიის  ბრალდებებს აბსურდული უწოდეს.ნ სამართლიანი არჩევნების მონიტორინგის დასკვნაში წერია, რომ ,,ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებით, რადიოსა და ტელევიზიის მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა 9 996 ლარიდან 45 900 ლარამდე გაიზარდა“,ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული, შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 3, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 8, წინასაარჩევნოი კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სოციალური პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი – ეს კი ის ძირითადი დარღვევებია, რომელიც არასამთავრობო სექტორის დამკვირვებლებმა საქართველოს მასშტაბით  გამოავლინეს.მონიტორინგი 17 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...