მთავარისიახლეებიმსოფლიოტერორისტმა ქალმა თურქეთში ქორწილში აიფეთქა თავი. მსხვერპლი დიდია

ტერორისტმა ქალმა თურქეთში ქორწილში აიფეთქა თავი. მსხვერპლი დიდია

Published on

თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას, ბოლო  მონაცემებით, 50 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ასამდე  ადამიანი. აფეთქება მოხდა 20 აგვისტოს ღამით, დაახლოებით 21:30 საათზე, როცა სირიის საზღვართან ახლომდებარე ამ ქალაქში მიმდინარეობდა ქორწილი ღია ცის ქვეშ.  
თურქეთის  ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ტერორისტული თავდასხმა იყო, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა აიფეთქა თავი
აფეთქებას გამოეხმაურა თურქეთის პრეზდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, რომელმაც განაცხადა, რომ ფეთქების უკან  სავარაუდოდ "ისლამური სახელმწიფო" დგას.
,,გაზიანთეფში განხორციელებული თავდასხმის მიზანია დათესონ შუღლი სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს – არაბებს, ქურთებსა და თურქმენებს შორის ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გზავნილი ამ თავდასხმის მომწყობებისადმი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი: თქვენ არაფერი გამოგივათ, თურქეთი არ წამოეგება ამ პროვოკაციას  და, პირიქით, მოახდენს ,,ერთიანობისა და ძმობის დემონსტრირებას. '' – მოჰყავს ერდოღანის სიტყვები სააგენტო  AFP –ს. 
სააგენტოს ინფორმაციით, ერდოღანმა განაცხადა,  რომ   არ არსებობს განსხვავება ამ დაჯგუფებასა და   ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობას, თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიასა და  დაეშს (ისლამური სახელმწიფოს არაბული ფრთა)  შორის. 
 
 

 

 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...