მთავარისიახლეებისაზოგადოება“სამხრეთში შენთან ერთად”-ფილმი ბარაკ და მიშელ ობამების სიყვარულის შესახებ დიდ ეკრანზე 26...

“სამხრეთში შენთან ერთად”-ფილმი ბარაკ და მიშელ ობამების სიყვარულის შესახებ დიდ ეკრანზე 26 აგვისტოდან გამოვა

Published on

 “სამხრეთში შენთან ერთად” – ასე ჰქვია  ახალ სურათს, რომლის სცენარი რიჩარდ ტანს ეკუთვნის. სიუჟეტი მოგვიყვება, როგორ შეხვდნენ პირველად ერთმანეთს ახალგაზრდა ბარაკი და ადვოკატი მიშელ რობინსონი და როგორ განვითარდა მათი ურთიერთობა ქორწილით დაგვირგვინებამდე. მთავარი მოვლენები 1989 წლის ზაფხულში ვითარდება.იმ პერიოდში, როდესაც შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი ჩიკაგოში მუშაობდა, მისი ბოსი კი მიშელ ობამა იყო. ფილმი სწორედ მათი პირველი პაემნიდან იწყება და რომანის შემდეგ განვითარებაზე მოგვითხრობს. აშშ-ს პრეზიდენტისა და ქვეყნის პირველი ლედის როლებს პარკერ სოიერსი და თიკა სამპტერი ასრულებენ. ჰოლივუდი შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და პირველი ლედის შესახებ გადაღებული პირველი მხატვრული ფილმის პრემიერის მოლოდინშია.პირველი პაემანი და 27 წლის წინ დაწყებული ისტორია დიდ ეკრანზე 26 ეგვისტოდან გამოვა.

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...