მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია:„2012 წლის არჩევნები ჩვენ დაუმსახურებლად არ წაგვიგია, არც ივანიშვილი წააგებს 8...

ნიკა მელია:„2012 წლის არჩევნები ჩვენ დაუმსახურებლად არ წაგვიგია, არც ივანიშვილი წააგებს 8 ოქტომბერს არჩევნებს შემთხვევით.“(VIDEO)

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა  ნიკა მელიამ კორცხელში შეკრებილებს მიმართა, მან  მაისში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება 8 ოქტომბერს დამარცხდება. 
"ძალიან ამაყი ვარ დღეს ვიყო ისევ კორცხელში, მქონდეს საშუალება ვისაუბრო. მე რამდენიმე ადმიანი შემხვდა, რომელსაც მაისში უმოწყალოდ 7-8 ადამიანი ზონდერი სცემდა, რომელიც კალაძე-ივანიშვილმა გამოგზავნა. მაგრამ რა პასუხიც მათ მაისში მიიღეს იგივეს მიიღებენ 8 ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან. ვინ დაიწყებს საქმის კეთებას 9 ოქტომბრიდან და არა იმაში, თუ ვინ მოიგებს 8 ოქტომბერს ან ვინ წააგებს. 4 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ ეს ივანიშვილმა ვერ შეძლო მან მხოლოდ თავის ბიზნესი განავითარა. 8 ოქტომბერს ივანიშვილს კორცხელიდან ვეუბნებით, რომ გადავიყვანთ ოპოზიციაში. სიყვარულით ერთიანობით და სიმტკიცით ავაღორძინებთ ამ ქვეყანას, 2012 წლის არჩევნები ჩვენ დაუმსახურებლად არ წაგვიგია, არც ივანიშვილი წააგებს 8 ოქტომბერს  არჩევნებს შემთხვევით.“- განაცხადა ნიკა მელიამ. 
 

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...