მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრემიერის განცხადება ტესტირებაზე - ზრუნვა პედაგოგის ავტორიტეტზე თუ მათი გულის მოგებაზე არჩევნების...

პრემიერის განცხადება ტესტირებაზე – ზრუნვა პედაგოგის ავტორიტეტზე თუ მათი გულის მოგებაზე არჩევნების წინ?

Published on

ლახავს თუ არა გამუდმებული გამოცდები და  ტესტირება პედაგოგების ავტორიტეტს? – სპეციალისტები და პოლიტიკოსები პრემიერის ინიციატივაზე მსჯელობენ  სპეციალისტები პედაგოგების ტესტირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას არ იზიარებენ. მათი აზრით გამოცდები აუცილებელია მასწავლებელთა კვალიფიკაციისთვის. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს. 
“მინისტრს და პრემიერ მინისტრს უნდა შეეთავაზებინათ ამ სისტემის რეფორმირების საკითხი, რათა ჩვენ შეგვძლებოდა განგვეხილა ეს ინიციატივა სწორედ განათლების რეფორმის კონტექსტში. დღევანდელი შემოთავაზებით რაც გაჟღერდა, მისი განხილვა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ წინა საარჩევნო კონტექსტში,“ – განაცხადა რუსთავი 2 – თან საუბარში განათლების საკითხების მკვლევარმა, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარემ შალვა ტაბატაძემ. 
საპარლამენტო უმრავლესობა იზიარებს პრემიერის განცხადებას პედაგოგთა ტესტირებასთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ მასწავლებელს არ უნდა უწევდეთ გამუდმებით გამოცდების ჩაბარება. პრემიერის აზრს იზიარებენ რესპუბლიკელებიც, თუმცა განათლების სისტემის სიღრმისეული რეფორმების აუცილებლობაზეც საუბრობენ.
ოპოზიციის ნაწილი კი განათლების სფეროს სპეციალისტების მსგავსად ფიქრობს, რომ გამოცდების გაუქმება კვალიფიკაციას შეამცირებს. მათი აზრით, ეს განცხადება წინასაარჩევნოდ პედაგოგების გულის მოსაგებად და მათი ხმების მოსაპოვებლად გაკეთდა. ამასთან არის მოსაზრება, რომ ,“სასერტიფიკაციო გამოცდები არ უნდა წარმოადგენდეს დამსჯელ მექანიზმს პედაგოგისთვის.  და არ შეიძლება იყოს განხილული როგორც ერთადერთი გზა პროფესიული განვითარებისთვის ,“ – ამის შესახებ  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მარიამ რამინაშვილმა.  განაცხადა
 
შეგახსენებთ, პრემიერმა  გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, არ შეიძლება პედაგოგთა გამუდმებული გამოცდები და ტესტირებები. 

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...