მთავარისიახლეებიპოლიტიკაგანმუხურში სანდრა რულოვსს ხვდებიან

განმუხურში სანდრა რულოვსს ხვდებიან

Published on

განმუხურში  დაიწყო ელისაბედ სანდრა რულოვსის წარდგენა ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად . სანაპირო ზოლზე,  დიდძალი ხალხია შეკრებილი ანაკლიიდან, განმუხურიდან, მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქ ზუგდიდიდანაც.
 
რამდენიმე წუთის წინ  ენმ – ს ლიდერმა, საარჩევნო შტაბის უფროსმა  ნიკა მელიამ  შეკრებილთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ენმ-ს მაჟორიტარი კანდიდატი სანდრა რულოვსი წარუდგინა. წარდგენისას მან განაცხადა,  შეხვედრის ადგილად ანაკლიისა და განმუხურის შემაერთებელი ხიდი სიმბოლურად შეირჩა – აქედან ხელისგულივით ჩანს, რა შედეგი მოაქვს შენებას და რა – სტაგნაციას. მან აღნიშნა, რომ   ოთხი წლის წინ დასრულებული, თუ დაწყებული და შემდეგ შეჩერებული სამშენებლო ობიექტები თვალსაჩინოდ გვიჩვენებს, რა არჩევანის წინაშე დგას ანაკლიისა და განმუხურის, მთელი რეგიონის და ქვეყნის მოსახლეობა.   დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის პარლამენტში ისეთი ადამიანების მოსვლას, რომელთაც შეუძლიათ შეაჩერონ რღვევის ეს პროცესი და ქვეყანა დააბრუნონ თავისუფალი განვითარების გზაზე. სანდრა რულოვსი ერთერთი პირველია მათ შორის, ვისაც ხალხმა შეიძლება ანდოს თავისი მომავალი.  – აღნიშნა მან
 
მედიისათვის მიცემულ პირველ კომენტარებში სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე მისული ადამიანები ამბობენ, რომ ეამაყებათ სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იყაროს კენჭი. ეს არის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით ჭირდება ჩვენს კუთხეს და მთელ ქვეყანას , რომელიც დიდი გამოწვევების  წინაშე დგას,  უნდა გაგრძელდეს მშენებლობა და წინსვლა, რაც შეუძლებელია ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომელიც  ცდილობს კითხვის ნიშნის   ქვეშ დააყენოს ქვეყნის  ევროპასთან ინტეგრაციისაკენ მიმართული  საგარეო პოლიტიკური კურსი, როცა ქვეყნის ეკონომიკა განიცდის უკუსვლას, ირღვევა ადამიანის უფლებები, შეჩერებულია ქვეყნის აღმშენებლობა, უმნიშვნელოვანესი პროექტები, ქვეყნიდან გარბიან ინვესტორები, იზღუდება თავისუფალი მედია,  ძლიერდება კრიმინალი – ამბობენ ისინი.
 

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...