მთავარისიახლეებიმსოფლიოორი აფეთება თურქეთში 24 საათის მანძილზე

ორი აფეთება თურქეთში 24 საათის მანძილზე

Published on

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ორი აფეთქება მოხდა. 
პირველი აფეთქება გუშინ  პროვინცია ვანში მოხდა,   პოლიციის განყოფილების შენობასთან აფეთქდა დანაღმული ავტომობილი, რამაც ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ცნობით, 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო   დაშავებულთა რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა.
იგივე სცენარი რამდენიმე საათის წინ განმეორდა თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ელაზიგში  -დანაღმული ავტომობილი  ამჯერადაც  პოლიციის განყოფილებასთან ააფეთქეს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დაღუპულია 3, დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი.
როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიკმა სააგენტო „ანადოლუს“ განუცხადა, აფეთქების უკან თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას.
პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

სიახლეები

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...

TV იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა აეკრძალა

ევროპარლამენტარი,მარკეტაგრეგოროვა დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული ტელეკომპანია "იმედისთვის" ევროპარლამენტში ერთი წლით...

ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...