მთავარისიახლეებისაზოგადოებაზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ძებნა დღეს დილიდან განახლდება

ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ძებნა დღეს დილიდან განახლდება

Published on

გონიოს, ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, დაკარგული ორი სამხედროს ძებნა დღეს დილიდან განახლდება. სამძებრო სამუშაოები გუშინ საღამოს უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულები ძალებიც. 
 საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე აშშ-ს მთავრობამ აშშ-ს ევროპულ სარდლობას დაავალა, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მონაწილეობა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში –  ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
მომხდართან დაკავშირებით ასევე დაწყებულია გამოძიება.  სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ  ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში ღრმა  ჩაყვინთვის შემდეგ გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...