მთავარისიახლეებიპოლიტიკაფეთჰულა გიულენს სამშობლოში 1 900-წლიანი პატიმრობა და 2 210 000 დღით იძულების...

ფეთჰულა გიულენს სამშობლოში 1 900-წლიანი პატიმრობა და 2 210 000 დღით იძულების წესით მუშაობა ემუქრება

Published on

თურქეთის პროვინცია უშაკის პროკურატურა აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენისთვის 2 მუხლით სამუდამო პატიმრობას, 1 900-წლიანი პატიმრობის მისჯას და 2 მილიონ 210 ათასი დღით იძულების წესით მუშაობას მოითხოვს.ამის შესახებ თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება.სააგენტოს ცნობით, პროვინციის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის დაჯგუფების, FETÖ-ს ფინანსური განყოფილების საქმიანობის წინასსასამართლო გამოძიება დაასრულა და 2 527-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა მოამზადა. პროკურატურა მოითხოვს, რომ სასამართლომ ფეთჰულა გიულენი დამნაშავედ ცნოს „კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობის“, „მთავრობის ძალადობირივი გზით ჩამოგდების მცდელობის“, „რელიგიური გრძნობების ექსპლუატაციის გზით თაღლითობისა“ და „ტერორიზმის დაფინანსების“ მუხლებით. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მოღვაწე ფეთჰულა გიულენი გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორია, რასაც თავად გიულენი კატეგორიულად უარყოფს. 

სიახლეები

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 13 თებერვალს,...

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...

ბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას...