მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილმა ,,პაჭკა სიგარეტზე'' დიდი საჩუქარი მიიღო ,,ქართული ოცნებისგან''

სალომე ზურაბიშვილმა ,,პაჭკა სიგარეტზე” დიდი საჩუქარი მიიღო ,,ქართული ოცნებისგან”

Published on

სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს. "ქართული ოცნება" მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ აყენებს და სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. 
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია, შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთი ასეთი პრეცედენტია.
 
„ჩვენ ვთვლით, რომ ქალბატონი სალომეს ყოფნა ქართულ პოლიტიკაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული ემიგრაციის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მივიღეთ გადაწყვეტილება არ დავაყენოთ კონკურენტი ამ ოლქში. მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ სალომეს. ეს არის ერთადერთი ასეთი პრეცედენტი“,- აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.
 
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა პარტიებისთვის გაკეთებული დიდი შემოწირულობებზე საუბრისას თავისი ფეისბუქგვერდიდან ხუმრობით მიმართა მხარდამჭერებს ,,პაჭკა სიგარეტის საფასურის შემოწირულება მაინც გააკეთონ მისთვის''. 
 

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...