მთავარისიახლეებისაზოგადოებაქრონიკა+“: ,, არსებობდა შეთანხმება მანანა ბერიკაშვილსა და რაფალიანცის დეიდას შორის, რომ ბავშვი...

ქრონიკა+“: ,, არსებობდა შეთანხმება მანანა ბერიკაშვილსა და რაფალიანცის დეიდას შორის, რომ ბავშვი ქვევრში უნდა გადაემალათ”

Published on

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, არსებობდა შეთანხმება მანანა ბერიკაშვილსა და რაფალიანცის დეიდას შორის, რომ ბავშვი ქვევრში უნდა გადაემალათ და გურჯაანში დიდი აჟიოტაჟი უნდა შექმნილიყო, ბავშვის გატაცება უნდა დაბრალებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მანანა ბერიკაშვილი, მიუხედავად კახეთში არსებული მუხტისა, გურჯაანში არჩევნებს ვერ იგებდა.
ოჯახში 30 სექტემბრის ღამეს უცხო პირი, როგორც ამბობენ, ვერ შევიდოდა, რადგან ეზოში ძაღლი აუცილებლად ატეხდა ყეფას. პირველ სართულზე საწოლში დაძინებული 8 თვის ბავშვი საწოლიდან ვერ გადმოვიდოდა, რადგან სიარული არ იცოდა, მით უფრო, საბანს ძირს ვერ გადმოაგდებდა და ქვევრში ვერ ჩაძვრებოდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბარბარე რაფალიანცი ქვევრში სწორედ ოჯახის ერთერთმა წევრმა, კერძოდ, დეიდის ქმარმა ჩასვა და სწორედ აქ დაუშვა მომაკვდინებელი შეცდომა – ქვევრი წინა დღეების წვიმების გამო წყლით აღმოჩნდა სავსე.
„ქრონიკა+“-ის წყარო აცხადებს, რომ მანანა ბერიკაშვილმა ამ აჟიოტაჟისთვის დეიდას წინასწარ 30 ათასი ლარი გადაუხადა, ბავშვის დაღუპვა კი მისთვისაც მოულოდნელი შოკი იყო და ოჯახის წევრებისთვისაც“.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...