მთავარისიახლეებიკონფლიქტებიტამიშის ბრძოლა - საქართველოს უახლესი ისტორიის გმირული ფურცელი

ტამიშის ბრძოლა – საქართველოს უახლესი ისტორიის გმირული ფურცელი

Published on

 საქართველო პატივს მიაგებს  22 წლის წინათ დაბა ტამიშთან რუსეთის სამხედრო ხომალდიდან გადმოსხმულ  საზღვაო დესანტთან   ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.  

დაღუპული გმირების პატივსაცემად გმირთა მოედანზე აღმარტულ მემორიალთან მივიდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, დაღუპულთა თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და ახლობლები.  .
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ქართველი მებრძოლების გმირობასა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა 
„ჩვენი ისტორიისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. აფხაზეთის ომის დროს ბევრი მძიმე დღე იყო, მაგრამ ვეტერანებისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი დღეა. ვფიქრობ, ყველა ასეთი დღე საუკეთესო მაგალითი და საუკეთესო საჩვენებელია მომავალი თაობებისთვის – როგორ იბრძოდნენ მათი მშობლები, მათი წინაპრები ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და რამდენად მძიმეა ომის შედეგები. ყველამ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობა ქვეყანაში, რომ ასეთი დღეები არასოდეს მეორდებოდეს",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...