მთავარისიახლეებისაზოგადოებასვანეთში მოსახლეობა ტყე-კაფის გამოყოფას და ასევე უკვე გამოყოფილ ადგილებში მანქანის მისასვლელი გზების...

სვანეთში მოსახლეობა ტყე-კაფის გამოყოფას და ასევე უკვე გამოყოფილ ადგილებში მანქანის მისასვლელი გზების გაკეთებას ითხოვს

Published on

სვანეთში მოსახლეობა ტყე-კაფის გამოყოფას და ასევე უკვე გამოყოფილ ადგილებში მანქანის მისასვლელი გზების გაკეთებას ითხოვს.ადგილობრივებმა ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ოფისთან გამართეს. აქციის მონაწილეები სატყეო სამსახურის უფროსს დაუპირისპირდნენ და პრობლემის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდეს.როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ,ტყე–კაფის საკითხი მოსახლეობისთვის ერთ–ერთი ყველაზე პრობლემურია. მათივე ინფორმაციით, იმ ადგილებში, სადაც ტყე-კაფებია გამოყოფილი ვერც ერთი ტიპის მანქანა ვერ მიდის და ფაქტიურად უმუშევრები რჩებიან.სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ გაითვალისწინებენ, რადგან ტყე-კაფებში გზების გაკეთება მათ ფუნქციებში არ შედის.აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სატყეო სამსახურს რამდენიმე დღის ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სვანეთში გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...