მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს პარლამენტის სხდომაზე საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების წინადადებას მოისმენენ

დღეს პარლამენტის სხდომაზე საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების წინადადებას მოისმენენ

Published on

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას   წარედგინება ნინო ბურჯანაძისა და  მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წინადადება საქართველოსთვის  ე. წ. უბლოკო სტატუსის მინიჭების შესახებ. 
ანალიტიკოსების შეფასებით, ე.წ. უბლოკო სტატუსი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ ხანგრძლივ გზაზე უარის თქმას ნიშნავს, რაც დაუშვებელია.
“ხაზი გადაესმება ბოლო 15 წლის საკმაოდ ინტენსიურ ნამუშევარს, იმ განცხადებას, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გააკეთა დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით,“ – განაცხადა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტმა ნოდარ ხარშილაძემ.   

როგორც 12 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილი  გამოდის კიდევ ერთი ინიციატრივით, რომ კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც საუბარია, რა სურს ქართველ ხალხს, დაემატოს ფრაზა: ”დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”.
უსუფაშვილმა კოლეგებს, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს, მის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. 
უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევას სულ მცირე 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. 

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...