მთავარისიახლეებისაზოგადოება22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ოჯახი პოლიციას ადანაშაულებს

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ოჯახი პოლიციას ადანაშაულებს

Published on

22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 7 აგვისტოს, სამტრედიაში მოხდა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა
როგორც ახალგაზრდა მამაკაცი წერს, მას სამტრედიის ერთ-ერთი პოლიციელი, გოდერძი თევზაძე სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა. დემურ სტურუას თქმით მას პოლიციელი იმის შესახებ სთხოვდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვის სად ჰქონდა დათესილი მარიხუანა.
დემურ სტურუა წერილში წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის, გოდერძი თევზაძის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის მანქანაში ცემეს.
„გემშვიდობებით ყველას, დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა,“-წერს დემურ სტურუაგარდაცვლილის ოჯახი მომხდარში პოლიციას ადანაშაულებს. თვითმხილველების თქმით სახლში, სადაც სტურუამ თავი ჩამოიხრჩო ღამით პოლიციის მანქანა იმყოფებოდა. 
 

სიახლეები

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...

“რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

"რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული" - ამის შესახებ უკრაინის...

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...