მთავარისიახლეებიმსოფლიოაფეთქებები თურქეთში. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

აფეთქებები თურქეთში. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

Published on

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ერთდროულად ორი აფეთქება მოხდა. დაღუპულია 8,  დაშავებულია 50-მდე ადამიანი. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც.
Daily  Sabah  – ის ცნობით, პირველი აფეთქება ერაყის საზღვართან მოხდა,  პროვინცია მარდინში,   გზისპირას დამონტაჟებული ბომბი მაშინ გაააქტიურეს ,  როცა იქ  ჟავშნანი სამხედრო მანქანა გადიოდა, შესაბამისად, დაღუპულთა შორის არიან სამხედროებიც, სახელდება ხუთი გარდაცვლილი და 8 დაშავებული, რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.
მეორე აფეთქება მცირე ინტერვალით განხორციელდა ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარ-ბაქირში, რასაც უპირატესად სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ.  
თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარში ქურთისტანის მუშათა პარტია დაადანაშაულა. 
 
 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  არც საქართველოს საელჩოში და არც საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში ამ მომენტისათვის ინფორმაცია აფეთქებისას დაშავებულ და გარდაცვლილ პირებს შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნის  შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. განცხადებაში ნათქვამია, რომ   საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან,  განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე დაკვირვებას და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით განცხადებას  გააკეთებს.'
სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას  ავრცელებს:
ამასთან, ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები:
+90 533 690 30 40 (ანკარა),
+90 541 326 22 26 (ტრაპიზონი),
+90 541 818 44 00 (სტამბოლი).
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი:
(+995 32) 294 50 50 – სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე
(+995) 577 98 40 20 – 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში", – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. 

სიახლეები

თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ახალგორელი აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში...

რა მოხდა ზედა ეწერში – სასტიკი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმა და განხილვა....

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ეისკის ავიაბაზაზე რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა. ეს თვითმფრინავი...

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ყველა კეთილი ნების ადამიანს...